აზერბაიჯანის ობსერვატორია გვატყობინებს, თუ როდის დადგება გაზაფხული
გაზიარება
გაზიარება
შამაჰინის ასტრფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილემ ხიდირ მიხაილოვმა სააგენტო АПА-ს აცნობა თარიღები, თუ როდის უნდა აღინიშნის ნოვრუზის წინასადღესასწაულო, ოთხი სტიქიისადმი მიძღვნილი სამშაბათები.
პირველი სამშაბათი 21 თებერვალს უნდა აღინიშნოს (წყლის სამშაბათი), შემდეგ ცეცხლის სამშაბათი, ქარის და ბოლოს – მიწის სამშაბათი -14 მარტი.
შემდეგ АПА იტყობინება: „ხ. მიხაილოვმა დასძინა, რომ აზერბაიჯანში გაზაფხული 20 მარტს დადგება, ბაქოს დროით 14:29.
ნოვრუზი – უძველესი ზოროასტრიული დღესასწაული. ძველად აზერბაიჯანში,, ისევე როგორც აზიის ზოგ ქვეყანაში, საგაზაფხულო დღე-ღამის გათანაბრება ახალი წლის დასაწყისად მიიჩნეოდა.
ნოვრუზის დროს ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს და ახტებიან კოცონს. გამოკითხვების თანახმად აზერბაიჯანელები ამ დღესასწაულს მთავარ ეროვნულ დღესასწაულად მიიჩნევენ.
ნოვრუზის დადგომამდე ოთხი სამშაბათი ოთხ სტიქიის სიმბოლოდ მიიჩნევა , და ასევე განსაკუთრებული ადათებით აღინიშნება