აზერბაიჯანის მუსლიმები მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს აღნიშნავენ
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანელმა მუსლიმებმა მთელ ისლამურ სამყაროსთან ერთად 1 სექტემბერს ისლამის მთავარი დღესასწაულის – მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის ყურბან ბაირამის (Eid al-Adha (sacrifice feast)) აღნიშნვა დაიწყეს.
ყურბან ბაირამი მუსლიმური მთვარის კალენდარის, ზულ–ხიჯას 12- ე თვის მეათე დღეს აღინიშნება. გრიგორიანული კალენდარის მიხედვით, აღნიშვნის თარიღი ყოველწლიურად იცვლება.
დღესასწაულის ისტორია ძველი აღთქმის და ყურანის ლეგენდას უკავშირდება, სადაც წინასწარმეტყველ აბრაამს (ან იბრაგიმს, ყურანის მიხედვით), თავიდან მსხვერპლად შესაწირად გამიზნული ვაჟის ნაცვლად, მსხვერპლშეწირვისთვის ცხვარი გამოეგზავნა.
ისლამი ამ დღეს იმ ცხოველის მსხვერპლად შეწირვას ითვალისწინებს, რომლის ხორციც, ტრადიციის მიხედვით, უპოვარებს უნდა დაურიგდეთ. სამსხვერპლო ცხოველი შეიძლება იყოს – ცხვარი, ძროხა და აქლემი – აუცილებლად მამალი. აზერბაიჯანში ძირითადად ცხვრის შეწირვაა მიღებული. მსხვერპლშეწირვის წინა დღეს მათ წითელი ლენტებით რთავენ, ან ბეწვის ნაწილს წითლად უღებავენ.
პარასკევს აზერბაიჯანის ყველა მეჩეთში დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა. 1992 წლიდან დაწყებული ყურბან ბაირამი აზერბაიჯანში სახელმწიფო დონეზე აღინიშნება. წელს დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში ოთხი დღე უქმედ გამოაცხადა.
ეს დღესასწაული ემთხვევა ხაჯის (მექაში მოლოცვის) რიტუალს, რომლის აღსრულებაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველა მუსლიმს ევალება. წელს აზერბაიჯანიდან ხაჯში 900 ადამიანი გაემგზავრა (გასულ წელს კვოტა 600 ადამიანს შეადგენდა), თანაც მათი 60% – მამრობითი სქესის წარმომადგენელია. ყველაზე უფროსი მომლოცველი 86 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 17-ის.