აშშ-ის სენატმა საჯარო განხილვები დაიწყო იმის დასადგენად, მოხდა თუ არა რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში?
გაზიარება
გაზიარება
სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა რესპუბლიკელმა რიჩარდ ბარმა და მისმა მოადგილემ დემოკრატმა მარკ უორნერმა ერთობლივი გამოძიების შესახებ გამოაცხადეს. ფოტო: როიტერსი
რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომდგენელმა ცნობილმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ერთობლივად გამოიძიებენ რუსეთის მიმართ არსებულ ბრალდებას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ჩარევის შესახებ.
30 მარტს სენატის დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით პირველი საჯარო განხილვა დაიწყო. კომიტეტის თავმჯომარემ რიჩარდ ბერმა განაცხადა, რომ კომისია შეეცდება, თავიდან აიცილოს ზედმეტი პოლიტიზაცია მთავარი საკითხის განხილვისას:
არსებობდა თუ არა უშუალო კავშირი კრემლსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის.
ბერმა ასევე განაცხადა, რომ კომისია უკვე დაუკავშირდა ოც ადამიანს, რომლებიც ჩვენებას მისცემენ. მათ შორისაა – დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.
გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს:
• იყო თუ არა რუსული კიბერაქტივობა ან სახვა ქმედებები აშშ-ის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული?
• შეიცავდა თუ არა ეს ქმედებები რუსეთსა და პოლიტიკურ კამპანიებს ან აშშ-ის სხვა მოქალაქეებს შორის კონატაქტებს?
• როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ქმედებებზე აშშ-ის ხელისუფლებას, და რა არის საჭირო მომავალში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დასაცავად?
• რა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა შეიძლებოდა მომხდარიყო?
მანამდე ანალოგიური გამოძიება, რომელსაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ატარებდა, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომდგენლებს შორის არსებული უთანხმოების გამო შშეჩერდა.
ამერიკული დაზვერვის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ცდილობდა, დახმარებოდა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში, და ამისთვის, კიბერშეტევების საშუალებით ახდენდა დემოკრატების კანდიდატისა და მისი პარტიის დისკრედიტირებას . ამ ბრალდებების გამო, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა.
რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რო აშშ-ის არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების რაიმე მცდელობა ჰქონდა.
ტრამპი ასევე უარყოფს მისი თანამოაზრეებს მოსკოვთან რაიმე კავშირს. „მათ ამის შესახებ არაფერი იციან. ისინი რუსეთში არ ყოფილან. მათ რუსეთში არასდროს დაურეკავთ, და არც მათთან დაურეკავს ვინმეს. ეს ყველაფერი სულ შეთითხნილი ამბებია“.
თუმცა , ტრამპის ადმინისტრაციის უკვე ორი წევრი გახდა რუსეთთან დაკავშირებული სკანდალების მსხვერპლი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკლ ფლინი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, იმის გამო, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩთან თავისი შეხვედრების შესახებ ვიცე პრეზიდენტი პენსი საქმის კურსში არ ჩააყენა.
ამავე მიზეზით განაცხადა უარი გენერალურმა პროკურორმა სეშნსმა ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შემთხვევების გამოძიებაში მონაწილეობაზე.
ამ კვირაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ მისი უწყება ამ საქმის ირგვლივ დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს.