"ვგმობთ ღარიბაშვილის განცხადებას" - არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გმობენ და აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის რიტორიკა იმეორებს კრემლის პოზიციას.
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- დემოკრატიის კვლევის ცენტრი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- მედიის განვითარების ფონდი;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- პრევენცია პროგრესისთვის;
- რონდელის ფონდი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
- უფლებები საქართველო;
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი.
მათი თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლა სრულად თანხვედრაშია კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, NATO-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.
“პრემიერმინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს.
სინანულს გამოვთქვათ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.
ასევე შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” – აცხადებენ ორგანიზაციები.
● პაატა ზაქარეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა რუსეთთან
● ნიკა გვარამია: ღარიბაშვილის ტექსტები იყო კატასტროფა, საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა – ბელოგრუზიაა
● ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ომი ომი არაა და უკრაინის არის? კიდევ რა თქვა პრემიერმა კატარში
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი და ყველა “ვხედავთ შედეგებს”.
აღსანიშნავია, რომ 24 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა უკვე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და “არავინ იცის როდის” დამთავრდება ეს ომი. მისივე თქმით, ყველას უკვირს, რომ უკრაინამ “ამდენი ხანი” გაძლო.
პრემიერი ასევე შეეხო რუსეთთან ფრენების აღდგენას და განაცხადა, რომ ეს “ჩვეულებრივი” ამბავია. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პროპაგანდისტული გზავნილები და თქვა, რომ ამ კრიზისის განმავლობაში ჩინეთს ძალიან ჭკვიანური მიდგომა აქვს – მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის.