ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია 2012 წლის მაისიდან. მანამდე, ის ამ თანამდებობას 1999 წლის დეკემბრიდან 2008 წლის მაისის ჩათვლით იკავებდა. საპრეზიდენტო ვადებს შორის შუალედში, ის რუსეთის მთავრობის მეთაური იყო.

ვლადიმერ პუტინი 1952 წლის 7 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირში, ქალაქ ლენინგრადში დაიბადა.

1977 წლიდან სსრკ-ის კონტრდაზვერვის სისტემაში მუშაობდა. 1985-დან 1990 წლამდე მუშაობდა გდრ-ში, საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტურაში. პუტინის “საფარი” ქალაქ დრეზდენში, სსრკ-სა და გდრ-ის მეგობრობის სახლის დირექტორობა იყო.

მან კგბ-ში სამსახურს 1991 წლის აგვისტოში, პოლკოვნიკის რანგში დაანება თავი.

”აი რატომ არიან რუსი დაქირავებული სირიაში”. ნავთობი "პუტინის მზარეულს" შეხვდა

სირიამ ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლება რუსულ ფირმებს მისცა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენთან არიან დაკავშირებული

მოსაზრება: ტრამპი პუტინს აღმოსავლეთ ევროპაში რუსი სამხედროების მოქმედებებზე ერთპიროვნულ კონტროლს ჩუქნის

რა არის „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ და როგორ აისახება ამ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე

რუსეთის პრეზიდენტი ხელს ართმევს თურქეთის პრეზიდენტს

პუტინი ერდოღანს სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას დათანხმდა

ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თურქეთსა და რუსეთს დაეხმარება, რომ თავიდან აიცილონ შეტაკება

მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“

The Guardian-ის მიმომხილველი, ნატალი ნუგაირედი, რომელიც პირადად აკვირდებოდა ჩეჩნეთის ომს, იხსენებს, რომ რუსეთი უკვე 40 წელია მეზობლებთან ომობს

რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში: ერთდღიანი ვიზიტი, რომელსაც თითქმის სამი დღე ელოდნენ

პუტინი: „აზერბაიჯანში რუსული ენის მხარდაჭერის მთავარი ბაზა - ადამიანების გულებსა და გონებაშია“

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა