მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“
ვლადიმირ პუტინმა წარმატებას მიაღწია. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, ოსაკაში, G-20-ის სამიტში მონაწილეობს, სადაც მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებს ხვდება.
ამ ღონისძიების მიმდინარეობისას ინტერვიუს აძლევს Financial Times-ს, სადაც არცთუ ისე რთულ კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ „ლიბერალიზმის იდეამ უკვე ამოწურა საკუთარი თავი“.
The Guardian-ის მიმომხილველი, ნატალი ნუგაირედი მიიჩნევს, რომ პუტინი ყველა შესაძლებლობით სარგებლობს და მზად არის ყველანაირი პროვოკაციისთვის, რათა ქვეყნებს შორის ნებისმიერი უთანხმოებით ითამაშოს.
ამასთან, საქმეები თვითონ რუსეთში არცთუ ისე გადასარევადაა. ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში კი ხშირად იწყება პროტესტი.
სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ცოტა ხნის წინ ხელისუფლება მოულოდნელად წავიდა დათმობებზე – გაათავისუფლა გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი და უარი თქვა ეკატერინბურგში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობაზე, რითაც უკმაყოფილოები იყვნენ ადგილობრივები.
• “აჭარა თურქული რეგიონი ხდება” – რუსეთის პირველი არხის ანტითურქული რეპორტაჟი
მაგრამ პუტინის მთავარი კოზირი – მისი დაუსჯელობის შეგრძნებაა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხუჭავდა დასავლეთი თვალს იმ სასტიკ ომებზე, რომელსაც ჯერ საბჭოთა კავშირი, შემდეგ კი რუსეთის ფედერაცია აწარმოებდა.
თუ ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ რუსეთი უკვე 40 წელია, საკუთარ მეზობლებთან აწარმოებს ომს.
• 1979-1989 – ომი ავღანეთში, რომელშიც მილიონზე მეტი ავღანელი დაიღუპა.
• 1992 – დნესტრისპირეთი.
• 1992-1993 – საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებული კონფლიქტი.
• 1994-1996 და 1999-2009 – ჩეჩნეთი.
• 2008 – საქართველოში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კონფლიქტი.
• 2014 წლიდან – უკრაინა.
• 2015 წლიდან – სირია.
და ეს არა ცალკეული ეპიზოდები, არამედ მოვლენათა მთელი ჯაჭვია, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
• დაასახელეს ის ადამიანები, რომლებიც უკრაინის თავზე „ბოინგის“ ჩამოგდებაში არიან ეჭვმიტანილნი
• კომენტარი: „ევროპული დიპლომატიის სირცხვილი“ – რატომ დაუბრუნეს რუსეთს PACE-ს წევრობა
მაგალითად, გასულ კვირას დაასახელეს ის ადამიანები, რომლებიც ბრალდებულები არიან 2014 წელს, უკრაინის თავზე მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაში. ერთ-ერთი მათგანია – იგორ გირკინი, რომელიც 1990-იანი წლების შუაში ჩეჩნეთში ომობდა, სადაც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
სწორედ ამ ომების შედეგია ის, რომ რუსეთი მილიტარიზმის შეტევას, პიროვნების კულტსა და პროპაგანდისტულ ისტერიას განიცდის.
ჩვენ, დასავლეთში, ვიღუშებით ხოლმე, როდესაც ლიბერალიზმზე პუტინის თავდასხმები გვესმის. მაგრამ, პასუხად, რატომ არ ვუსვამთ კითხვებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ წინასწარგანზრახულ და განმეორებად სამხედრო დანაშაულებსა და ამ ყველაფერში მის პირად პასუხისმგებლობაზე?