ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

პუტინმა არ მიულოცა აფხაზეთს დამოუკიდებლობა, რათა არ შეექმნა პრობლემები "ქართული ოცნებისთვის". მოსაზრება

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ანა ნაცვლიშვილი: ივანიშვილი მთავრობაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აფხაზეთის აღიარებას აპირებს

"სწორედ ამ მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმისთვის სჭირდება ივანიშვილს კონსტიტუციური უმრავლესობა"

photo icon

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ტერიტორიული მთლიანობა - რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

ივანიშვილის გამოსვლა თითქმის ანალოგიური იყო იმ განცხადების, რაც ოცნების პოლიტსაბჭომ 20 აგვისტოს გამოაქვეყნა

"საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, კრემლი მათთვის კონფედერაციას შექმნის" - მოსაზრება აფხაზეთიდან

ინალ ხაშიგი საქართველოს მმართველი პარტიის საარჩევნო დაპირებების ინტერპრეტაციას გვთავაზობს

პრეზიდენტი სამარცხვინოს უწოდებს დეპუტატ ოდიშარიას განცხადებას აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე

"ეს როგორც ჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა"

კომენტარი: რა ცვლილება უნდა აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებას? ალბათ იგულისხმება კონფედერაცია - აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა

"დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა"

"ჩვენ გვაქვს აფხაზეთში რუსული პასპორტიზაციის საწინააღმდეგო იარაღი, მაგრამ არ ვიყენებთ“ - სალომე ზურაბიშვილი

აფხაზეთის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე JAMnews-მა დაუსვა კითხვა

აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობა

Bellingcat: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ აფხაზეთში რუსეთი საზღვაო ბაზას დაჩქარებული ტემპით აშენებს

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაზა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რადგან საზღვაო ბაზას შეუძლია უსაფრთხო თავშესაფარი უზრუნველყოს შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც ექვემდებარება უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

კრიზისი საქართველოში – როგორ იმოქმედებს ეს აფხაზეთზე? ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი

როგორ იმოქმედებს ქართული კრიზისი აფხაზეთზე? დისკუსია ასტამურ ტანიასა და ინალ ხაშიგს შორის.

საქართველოს პრემიერმინისტრის "ფანტასტიკური“ დაპირებები. მოსაზრება აფხაზეთიდან

„საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე „თავის აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად“

რა გავლენას მოახდენს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე? მოსაზრება

"არცერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას"

აფხაზმა ომის ვეტერანმა საჯაროდ სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში აქციის მონაწილეებს

ლაშა ზუხბა: „საგარეო აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი ჯერ კიდევ წინ არის“

მოსაზრება აფხაზეთიდან: ჰპირდება თუ არა კრემლი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის სანაცვლოდ?

ინალ ხაშიგი გვთავაზობს თავის ვერსიას იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდა "ქართულ ოცნებას“ სკანდალური კანონის მიღება

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა