ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი (დაიბადა 1956 წელს) – საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი (ოქტომბერი 2012 – ნოემბერი 2013). ივანიშვილი არის პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და თავმჯდომარე.  2012 წლის 1 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნები მოიგო, შეცვალა “ნაციონალური მოძრაობა” და ქვეყნის სათავეში მოვიდა.

ივანიშვილი არ იკავებს არც ერთ სახელმწიფო თანამდებობას მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საკუთარი სურვილით გადადგა.

მიუხედავად ამისა, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებენ.  ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები მხოლოდ მასთან კონსულტაციის შემდეგ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. პრეზიდენრის და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურებსაც ივანიშვილი არჩევს.

ივანიშვილი ერთადერთი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ფორბსის მსოფლიოს მილიარდერების სიაშია. მისი ქონება 2019 წლის მონაცემებით 4.9 მილიარდი დოლარია. ივანიშვილი 90-იან წლებში რუსეთში საქმიანობისას გამდიდრდა.

აფგან მუხტარლი: მე ალიევის და ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესების მსხვერპლი ვარ

დეპუტატი მმართველი გუნდიდან ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ მუხტარლის ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს

იუნესკო VS ივანიშვილი

 საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ივანიშვილის მრავალმილიონიანი იდეა თბილისს საფრთხეს უქმნის

პოპულარული