ტატა რაფავა თვითნასწავლი ტატუ არტისტია ზუგდიდიდან. მას ყველა ასაკის კლიენტი ჰყავს, ამბობს, რომ ახალგაზრდების არჩევანი უფრო მრავალფეროვანია, საშუალო ასაკის ადამიანები კი მეტწილად, ერთი მიმართულებით ირჩევენ ნახატს.
ტატა ამბობს იმასაც, რომ ზუგდიდში ტატუს მქონე ადამიანებს ჯერ ისევ უყურებენ სტერეოტიპულად, ამიტომ, მისი ზოგი კლიენტი ტატუს გამოსაჩენ ადგილზე არ იკეთებს.