მოვუწოდებ ქართველებს, გააგრძელეთ ბრძოლა! არ დანებდეთ! – მე არ მინდა საქართველოში ბელარუსიზაცია დავინახო – ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბრიუსელში “ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, დიქტატორები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთისგან. ამასთან, როგორც ბელარუსმა ოპოზიციონერმა აღნიშნა, ქართველები ბელარუსელი ხალხის “შთაგონებაა“.
2020 წელს ტიხანოვსკაია იყო ოპოზიციის კანდიდატი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში. ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა მისი მეუღლის, სერგეი ტიხანოვსკის (რომელიც ასევე კენჭისყრას აპირებდა) დაპატიმრების შემდეგ გახდა. 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად თავი ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოაცხადა. მასობრივი აქციების ძალიესმიერი ჩახშობის შემდეგ, ტიხანოვსკაიას ქვეყნის დატოვება მოუწია.
სვეტლანა ტიხანოვსკაია: “საქართველო იყო კარგი მაგალითი ბელარუსისთვის, რადგან თქვენ ასე შორს წახვედით ევროპულ ქვეყნების ოჯახში გაწევრიანების სურვილით და ახლა ძალიან რთულ პერიოდებს გადიხართ. მე არ მინდა საქართველოში ბელარუსიზაცია დავინახო, სადაც მთავრობები ავიწროებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლებას. მე ნამდვილად მოვუწოდებ ქართველებს, გააგრძელონ ბრძოლა და უბრალოდ დადგნენ პრინციპებისა და ღირებულებების გვერდით.
ეს დრო რთულია, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენ გვერდით და თქვენ ჩვენი შთაგონება ხართ. უბრალოდ არ დანებდეთ, ისევე როგორც ჩვენ ამდენი ხანია არ ვნებდებით. იმედია, თქვენ ამდენი დრო არ დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც უნდა გჯეროდეს და უნდა იბრძოლოთ.
არ მინდა საქართველო იყოს ისეთი, როგორიც სტალინის პერიოდში და რეპრესიები, როგორშიც ახლა ბელორუსი ცხოვრობს, სადაც არ გესმის, წესები და შეიძლება დაგაპატიმრონ არასწორი ფერების გამო [იგულისხმება ბელარუსის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა], შენს ენაზე საუბრის გამო.
იმედია, საქართველოში ამას არ მივიღებთ, მაგრამ დიქტატორები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთისგან და ამიტომ, დემოკრატიული ქვეყნები და ერები, რომლებიც დემოკრატიისკენ ისწრაფვიან, გაერთიანდნენ ბელარუსიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ სიტყვის ნეგატიური გაგებით.“