კანაფის მოწევა საქართველოში
70 გრამზე ნაკლები კრიმინალი აღარ არის. არგუმენტები მარიხუანასთან ბრძოლის მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მოქალაქეებს მარიხუანას მცირე დოზით გამოყენების უფლება დართო. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია ის არგუმენტი, რომ 70 გრამი კანაფის აღმოჩენისას შეუძლებელია დამტკიცება, რომ ის გასაყიდადაა გამიზნული. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სისხლის სამართლის სასჯელი, მცირე დოზით კანაფის შენახვისა და მოხმარებისთვის არაჰუმანურად ჩათვალა.
ამასთანავე მარიხუანას გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ასევე აკრძალულია ნარკოტიკის ყიდვა პირადი მოხმარებისთვის, თუმცა საზოგადოებაში უკვე მსჯელობენ, რომ საკუნსტიტუციო სასამართლომ, შესაძლოა, ამ აკრძალვას გადახედოს.
ამ დრომდე ქართული კანონმდებლობა მარიხაუანას მოხმარების პირველ გამოვლინებაზე ადმინისტრაციულ სასჯელს, ჯარიმას 500 ლარის (დაახლოებით 200 $) რაოდენობით ითვალისწინებდა, რეციდივის შემთხვევაში კი – უკვე სისხლის სამართლის სასჯელია.
მეორადი მოხმარების შემთხვევაში სასჯელი 2 წლამდე ციხეს ითვალისწინებდა, ხოლო შენახვა-გაყიდვაში ბრალდებულს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
საქართველოში საზოგადოების ნაწილი, დიდი ხანია, ითხოვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას.
პერმანენტულად იმართება აქციები, სადაც მთავარი მოთხოვნაა “ადამიანის უფლებების შემლახავი ნარკოპოლიტიკის შეცვლა”.
მომხრეების არგუმენტები
· მარიხუანას მცირე რაოდენობით შეძენა, შენახვა და რეალიზაცია, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ბევრ ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს. შესაბამისად, კანონმდებლობის ცვლილება პოლიციის დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს;
· სადამსჯელო ზომები, რომლებსაც ხელისუფლება მარიხუანას მომხმარებლების მიმართ იყენებს, არ არის ეფექტიანი. მათი დევნის შედეგად ნარკოდამოკიდებულების რაოდენობა არ მცირდება;
· კუსტარულად დამზადებული სახიფათო ნარკოტიკების რაოდენობა საქართველოში ძალიან დიდია. ასეთი ნივთიერებების მოხმარებას მარიხუანას მოწევა ჯობს;
· მარიხუანას მოწევა (რეგულარული მოხმარებაც კი!) არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის სახიფათო ქმედებას, ამიტომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაადეკვატურად მკაცრი პასუხია ფაქტობრივად უწყინარ დარღვევაზე;
· იმის ნაცვლად, რომ მარიხუანას პაპიროსის გამო დააპატიმროს ადამიანი, სახელმწიფომ ნარკოტიკებთან ბრძოლა პრევენციის დონეზე უნდა გადაიტანოს. ხელისუფლებამ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა უნდა დაიწყოს, უნდა უზრუნველყოს სპორტული ცენტრების აბონემენტების დაბალი ფასი და ა.შ.
მოწინააღმდეგეების არგუმენტები
· როგორც წესი, მარიხუანას მოხმარება ნარკომანის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელსაც უფრო სერიოზული ნარკოტიკების მოხმარება მოჰყვება ხოლმე;
· ლიბერალიზაცია აუცილებლად გაზრდის მომოხმარებელთა რიცხვს, რომელიც ისედაც დიდია (ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, მათი რაოდენობა დღეს 100 ათას ადამიანს აჭარბებს);
· შესაძლოა, არსებული მდგომარეობა მართლაც არასახარბიელოა, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უდავოდ მძლავრი შემაკავებელი ფაქტორია ბევრი ადამიანისთვის. არსებული რეგულაციების არარსებობის შემთხვევაში, მარიხუანას მოხმარება ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრების ნაწილი გახდება;
· რეგულარული მოხმარება ძალიან ვნებს ჯანმრთელობას. პრობლემები, რომლებსაც ის ახალგაზრდა ორგანიზმში იწვევს, ნამდვილად არ არის პატიმრობაზე უფრო ნაკლებად დამღუპველი;
დეკრიმინალიზაცია ჰაიჰარად არ უნდა მოხდეს. იმისთვის, რომ ლიბერალიზაციაზე დავიწყოთ ფიქრი, აუცილებელია, მოვამზადოთ ნიადაგი. საჭიროა ნარკოდამოკიდებულების პრევენციის სისტემის გამართვა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების შემუშავება.
· 2016 წელს მარიხუანას მოხმარების გამო გამოწვეული პრობლემებით სამედიცონო დაწესებულებებს მხოლოდ 12- ჯერ მიმართეს.
· შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ნარკოტესტირებას ყოველწლიურად 50 ათასი ადამინი ექმედებარება.
· ბოლო 7 წლის განმავლობაში იძულებით ნარკოტესტირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი გამოიყო.
· საინტერესოა, რომ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაკავებულების მხოლოდ 35 პროცენტში დადასტურდა.