ექიმების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების პერიოდში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, კლინიკებს ყოველდღიურად სულ უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს. მწვავედ მიმდინარე სიმპტომების გარდა, შეუძლებელია ამ ტოქსიკური ნივთიერებების შემდგომი შედეგების პროგნოზირება.
მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად, ღიად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს არ გამოიყენონ ეს პრაქტიკა დემონსტრანტების დასაშლელად: