სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ბირთვული სამუშაოების ჩატარებაში უკრაინა დაეხმარა
გაზიარება
გაზიარება
ბირთვული ობიექტი ჩრდილოეთ კორეაში. ფოტო Reuters, გადაღებულია 2008 წლის 27ივნისს
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი რაკეტების საცდელი ამოქმედებისას წარმატების მიღწევა იმ მძლავრი ძრავის საშუალებით შეძლო, რომელიც უკრაინული საწარმოსგან შეიძინა, – ირწმუნებიან ექსპერტები და საგამოძიებო საზოგადოების წარმომადგენლები, – წერს New York Times, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტის მაიკლ ელემანის მოხსენებაზე დაყრდნობით.
ორი წლის განმავლობაში ჩრდილოკორეული რაკეტები წარუმატებლობას განიცდიდნენ, რაც აშშ-ის მხრიდან მაკომპლექტებელი ნაწილების მიმწოდებელთა წინააღმდეგ მკაცრ შეზღუდვებს უკავშირდებოდა, მაგრამ ახლა ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების კონსტრუქციაც შეიცვალა – და მიმწოდებელიც. სწორედ უკრაინიდან მიწოდებული ძრავა დაეხმარა ჩრდილოეთ კორეას რაკეტების წარმატებულად ამოქმედებაში, – ირწმუნება მაიკლ ელემანი.
იმ ფოტოს ანალიზი, რომელზეც ჩრდილოკორეელი ლიდერი კიმ ჩენიმი ახალი რაკეტების ინსპექტირებას ახდენს, იმაზე მეტყველებს, რომ მათი ძრავები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე საწარმოში შეიძლებოდა ეწარმოებინათ. ამ ძრავების სიმძლავრე ისეთი მაღალია, რომ ერთ რაკეტაზე ათი ქობინის დამაგრების საშუალებას იძლევა.
ასეთი საწარმოების უმრავლესობა რუსეთში მდებარეობს. თუმცა ძირითადი ეჭვმიტანილი დღესდღეობით არის საწარმო „იუჟმაში“, რომელიც უკრაინის ქლაქ დნეპრში მდებარეობს, სადაც კონინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები СС-18 იწარმოებოდა.
„დიდი ალბათობით ეს რაკეტები ჩრდილოეთ კორეაში უკრაინიდან მოხვდა, – უთხრა მაიკლ ელემანმა TheNewYorkTimes-ს; – შესაძლოა, ეს არალეგალურად მოხდა, თუმცა საკმაო შეშფოთებას იწვევს“.
უკრაინის ხელისუფლებამ ეს ვარაუდი კატეგორიულად უარყო.
„უკრაინულ საწარმოებს იარაღი და სამხედრო ტექნოლოგიები ჩრდილოეთ კორეისთვის არ მიუწოდებიათ, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა, – უკრაინა ჩრდილოეთი კორეის მმართველ რეჟიმს „ტოტალიტარულად, საშიშად და არაპროგნოზირებადად მიიჩნევს , და ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას ემხრობა“, – იუწყება უკრაინული საინფორმციო პორტალი Hromadske.ua.