საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასით გაიზარდა
გაზიარება
გაზიარება
2021 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 83 ათასით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
ამჟამად საქართველოში სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 14.5% იღებს. თუკი გასული წლის მარტში დახმარებას 458 000 ადამიანი იღებდა, 2021 წლის მარტში ეს რიცხვი 541 764-მდე გაიზარდა, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.
ეს მაჩვენებელი ასევე უკავშირდება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს. მხოლოდ 2021 წლის პირველი კვარტალში ეკონომიკის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2% შეადგინა. ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 3.5% იქნება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა,