იტალიური პარტიები მთავრობას "ქართული ოცნების" ხელისუფლების სანქცირებისკენ მოუწოდებენ
სანქციები იტალიური პარტიებისგან
იტალიურმა პარტიებმა – Italia Viva, Azione, Partito Democratico, Forza Italia და სხვა ცალკეულმა სენატორებმა, იტალიის სენატს რეზოლუცია წარუდგინეს, რომლითაც ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული ქმედებების დაგმობისა და რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობების სანქცირებისკენ მოუწოდებენ.
რეზოლუცია მთავრობას ავალდებულებს:
- დაგმოს „ქართული ოცნების“ „ხელისუფლება“ და მოუწოდოს მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები.
- არ აღიაროს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებული ხელისუფლება, რომელმაც ხელისუფლებაში მოვიდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არალეგალური არჩევნების შემდეგ, რომლებიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით;
- არ აღიაროს „ქართული ოცნების“ მიერ ხელმძღვანელობით ერთპარტიული პარლამენტის და თავად პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რითაც მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს თვითგამოცხადებული საქართველოს ხელისუფლების ბოიკოტს;
- დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებშიც კი არ განახორციელოს პოლიტიკურ-ინსტიტუციური თანამშრომლობის ქმედებები რეგიონული და გლობალური ინტერესის საკითხებზე, რაც გულისხმობს თვითგამოცხადებული ქართული ინსტიტუტების აღიარების რაიმე ფორმას;
- მკაცრად მოუწოდოს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მომდევნო თვეებში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და მჭიდრო საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი.
- ორმხრივად დააწესოს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მისი კომპანიების მიმართ, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მათი წვლილის გათვალისწინებით, იგივე ორმხრივი სანქციების გამოყენებით, რომლებიც დაწესებულია ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და ჩეხეთის მიერ, ასევე შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ უკვე დაწესებული სანქციების გამოყენებით;
- დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესება საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და მისი მოადგილეების – ლაშა დარსალიას, ვლადიმერ კონსტანტინიდის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის, ხათუნა თოთლაძის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩების მიმართ;
- პერსონალური სანქციები დააწესოს დემოკრატიული რეპრესიების, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაში პასუხისმგებელ ქართველ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, მათ შორის ირაკლი კობახიძეზე, შალვა პაპუაშვილზე, ვახტანგ გომელაურზე, კახა კალაძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე. ეს სანქციები გაავრცელოს მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს გამოსცემენ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე ფინანსურ შუამავლებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, ასევე რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების, როგორიცაა „ტვ იმედი“, „პოს ტვ“ და „რუსთავი 2“ მფლობელებზე, დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი დებატების მანიპულირების მცდელობაში მათი როლის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის ავტორიტარული კონტროლის შესანარჩუნებლად;
- სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის ფასილიტატორთა ქსელზე, ელიტის წევრებზე, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებზე, პროპაგანდისტებზე და სახელმწიფო რეპრესიულ აპარატის ხელშემწყობებზე, მათ შორისაა ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი, ნათია თურნავა, ივანე ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, თორნიკე რიჟვაძე, ილია წულაია, კახა ბექაური, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი რუხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, თამაზ გაიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე;
- უზრუნველყოს, რომ იგივე სანქციები მიღებული იყოს ევროკავშირის დონეზე.