თბილისში, თამარ მეფის გამზირზე არის სამკერვალო, რომელსაც ორმოც წელზე მეტია ერთი კაცი, მერაბ ოთარაშვილი ხელმძღვანელობს. ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი აქ 60 წელს არის გადაცილებული. წლებია ისინი გვერდიგვერდ მუშაობენ, უმეტესად კაცები არიან და ძირითადად, მამაკაცების სამოსს კერავენ. ჯერ მამებს უკერავდნენ, მერე შვილებს, ახლა შვილიშვილები მოჰავთ.
ამ ვიდეოში ისინი იხსენებენ ატელიეში გატრებულ წლებს, ერთგულ კლიენტებს, რომლებიც უკვე ცოცხლები აღარ არიან და ჩივიან, რომ მათი ხელობა ნელ-ნელა იკარგება, რადგან ახალგაზრდა შეგირდები არ ჰყავთ.
JAMnews- ი აგრძელებს ვიდეო-ფილმების სერიას “რაც თავი მახსოვს”. ამ სერიაში გიყვებით ადგილებზე, სადაც თითქოს დრო გაჩერდა და წლებია არაფერი იცვლება. და ადამიანებზე, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს ერთ სამსახურში, მთელი ცხოვრება შეალიეს ერთ საქმეს და, რაც მთავარია, დღესაც სიყვარულით საუბრობენ თავიანთ პროფესიაზე.