საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 562,149 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.345 მილიარდი დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22.549 მლრდ ლარი იყო.
ამასთან, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
● აზიის განვითარების ბანკი (ADB); ● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); ● განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ: ● EIB -ს მიმართ ვალი – 1.143 მილიარდი დოლარი; ● IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.525 მილიარდი დოლარი; ● აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.281 მილიარდი დოლარი.
საგარეო ვალი ძვირადღირებული ფინანსური რესურსია, რაც გადასახადის გადამხდელების, მათ შორის მომავალი თაობების ფისკალურ ტვირთს წარმოადგენს.
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ჯერჯერობით მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და შიდა ვალთან ერთად, ჯამში სრულ შესაბამისობაშია ეკონომიკური თავისუფლების აქტის მოთხოვნებთან, რაც თავის მხრივ მაასტრიხტის კრიტერიუმებს ეფუძნება.
როგორც ეკონომისტები განმარტავენ, მიუხედავად ამისა, საგარეო ვალით მიღებული ფული არის ძვირადღირებული ფინანსური რესურსი, რაც ზრდის ქვეყნის გადასახადის გადამხდელების, მათ შორის მომავალი თაობების ფისკალურ ტვირთს.