სახელმწიფო დეპარტამენტი: კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ
სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, ამ თემაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
მილერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გაზარდოს ურთიერთობები რუსეთთან მაშინ, როდესაც მისგან მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა.
“ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ აუკრძალა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლა. ჩვენ, მთელი დასავლური საზოგადოება ვდისტანცირდით ამ რეჟიმისგან და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო”. – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
მილერს ჟურნალისტებმა საქართველოში ლავროვის ოჯახის ვიზიტზეც ჰკითხეს, თუმცა მას ამ თემაზე არ უსაუბრია.
● “თქვენ აქ არავინ გელოდებათ!” – როგორ დახვდნენ თბილისში პირველ რეისს მოსკოვიდან. ფოტორეპორტაჟი და კომენტარები
● ლავროვის შვილი საქართველოშია? პროტესტი ყვარლის ტბასთან რუსული ქორწილის გამო
● “განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება” – საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.