29 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” თბილისში, რუსული კანონის მხარდასაჭერად, მრავალათასიანი მიტინგი გამართა. ხალხის დიდი ნაწილი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს. აქციის მიზანი იყო ჩვენება, რომ ხელისუფლებას ჰყავს ბევრი მომხრე.
აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი კამერას თავს არიდებდა. ძალიან ცოტა მათგანი ასახელებდა აქციაზე ყოფნის მიზეზს და თითქმის არავის ჰქონდა მკაფიო პასუხი, თუ რატომ იყო აქციაზე.