რა წერია TI-ს ანგარიშში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს ანგარიშს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ.
კვლევა ეხება 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს.
რა გავიგეთ ანგარიშიდან – ყველაზე მთავარი:
- არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი და აქედან მხოლოდ 29-მ მიიღო ფინანსური შემოწირულობა;
- ჯამში საპარლამენტო არჩევნებში ყველა პარტიამ ერთად 35 მილიონ 376 ათას 394 ლარი მიიღო შემოწირულობის სახით;
- აქედან ყველაზე მეტი მმართველ პარტიას „ქართული ოცნებას” გადაურიცხეს – 17 მილიონ 086 ათას 626 ლარი. ეს თანხა არის ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48 პროცენტი;
- მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსათვის“ – 5 მილიონ 075 ათას 844 ლარი;
- მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. ამ ბლოკში შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 მილიონ 735 ათას 583 ლარი მიიღეს.
- არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი და აქედან მხოლოდ 29-მ მიიღო ფინანსური შემოწირულობა;
●
●
●
● აქედან ყველაზე მეტი მმართველ პარტიას „ქართული ოცნებას” გადაურიცხეს – 17 მილიონ 086 ათას 626 ლარი. ეს თანხა არის ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48 პროცენტი;
● მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსათვის“ – 5 მილიონ 075 ათას 844 ლარი;
● მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. ამ ბლოკში შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 მილიონ 735 ათას 583 ლარი მიიღეს.
● საპარლამენტო არჩევნები 2020. მოკლედ, რაც უნდა იცოდეთ
● კორონავირუსის გამო ათასობით ამომრჩეველი არჩევანს ვერ გააკეთებს
● ვინ რა თანხა მიიღო შემოწირულობის სახით წინასაარჩევნოდ
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაახლოებით, 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
კვლევის მიხედვით, ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს “გ & კ” ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს.