საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში: კონსერვატორები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ
წყარო – CNN
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, მინიმალური უპირატესობით, მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ლიდერობს – ხმათა 50.4%.
მის მოწინააღმდეგეს, ვარშავის მერს, რაფალ ტრჟასკოვსკის – ხმათა 49.6% აქვს.
ეს მცირედი სტატისტიკური ცდომილებით. და ნებისმიერი შემთხვევაში, ძლიერ პოლარიზაციას ნიშნავს პოლონურ საზოგადოებაში.
რაში არ ეთანხმებიან კანდიდატები ერთმანეთს?
პრეზიდენტმა დუდამ მის მხარდამჭერებში, მოსახლეობის კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის მობილიზება მოახდინა. ძირითადად, ეს სოფლის მოსახლეობაა.
ამ კამპანიის ცენტრში აღმოჩნდა სამოქალაქო თავისუფლების საკითხი, კერძოდ, ლგბტ თემის.
- მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ინტრიგები გრძელდება
- სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
დუდა „პირველყოფილი“ კათოლიკური ფასეულობებით აპელირებდა. პოლონეთში, კათოლიკური ეკლესიის გავლენა ძალიან ძლიერია.
დუდას კამპანიას მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ანჯეი დუდას პრეზიდენტობის პერიოდში, პოლონეთში, სერიოზული შეზღუდვებს განიცდის მედია და სასამართლო სისტემა. ეს კეთდება კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით.
მისი მოწინააღმდეგე, რაფალ ტრჟასკოვსკი წარმოადგენს ოპოზიციურ, მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“. მისი ტრადიციული ელექტორატი – დიდი ქალაქების მოსახლეობაა, რომლებიც უფრო ლიბერალურ, საერთოევროპულ შეხედულებებს უჭერენ მხარს.
სოციალური ქსელების რეაქცია
პოლონეთში, სოციალური ქსელების მომხმარებლები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ:
“ბრავო, ბატონო პრეზიდენტო!“
“პოლონეთმა გაიმარჯვა!“
“კვლავ, საშუალო განათლების მქონე ადამიანებმა აგვირჩიეს პრეზიდენტი”.
“ვისლას იქითა მხარეს – ჩემი ოჯახი არის“.
“კვლავ გაიმარჯვა სტაგნაციამ, ეკოლოგიის ნაკლებობამ და დემაგოგიამ”.
“ეს მოხდა იმიტომ, რომ ოპოზიციამ ვერაფერი შესთავაზა ამომრჩეველს, გარდა სოციალურ თემებზე ტყუილებისა და კანდიდატისა, რაიმე სახის მიღწევებისა და პროგრამის გარეშე”.
როგორ უპასუხებენ ამ არჩევნებს პოლონეთის გარეთ
პოლონეთი – ევროკავშირის დაფინანსების ყველაზე მსხვილი მიმღებია.
თვითონ ევროკავშირის წევრობის იდეა, პოლონურ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პოლონელთა 84% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირის წევრობას.
თუმცა, პრეზიდენტი დუდას კონსერვატიულმა კურსმა – ლგბტ თემის შევიწროებამ, აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერებამ, სასამართლოსა და მედიის როლის შესუსტებამ – ევროკავშირის ლიდერების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. პოლონეთის წინააღმდეგ უკვე დაიწყეს სანქციების დაწესების პროცესი.
ევროკავშირში, დუდაზე მეტად, მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს აკრიტიკებენ.