კომენტარი: ის (პაპუაშვილი) რუსეთის ადვოკატი გახდა. ეს პრორუსული კი არა, რუსული პოლიტიკაა
გაზიარება
გაზიარება
პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილი რუსეთის ადვოკატი გახდა. მისივე შეფასებით, ეს პრორუსული კი არა, რუსული პოლიტიკაა.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: “საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა, ახლა ფიქრობენ, რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან“.
პაატა ზაქარეიშვილი: ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ადამიანი გახდა რუსეთის ადვოკატი. აგრესორ რუსეთს იცავს იმის ნაცვლად, რომ რუსეთის აგრესიაზე ილაპარაკოს. გუშინ სანდუ და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ და ძალიან მკაფიოდ თქვა სანდუმ, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ აგრესიას, ერთად უნდა დავასრულოთ ის.
კობახიძემ პუტინის სივრცეში ვერ წარმოთქვა სიტყვები, რომ რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო.
ამ ფონზე, პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან დაიწყო რუსეთის დაცვა. მას ადარდებს, რომ ევროკავშირის თავის ფული არ აქვსო და რუსეთი აგრესორი რომაა, ავიწყდება. ვერ ხედავს, რატომ წამოიღო ევროკავშირმა რუსული ფული და თვლის, რომ ევროკავშირი არის აგრესორი, ფულს ართმევს რუსეთს, იმის ნაცვლად, რომ თვითონ იპოვონ. რატომ, როცა აგრესორს სჯის?
ეს არის უსამარცხვინოესი განცხადება. პრორუსული პოლიტიკა კი არ არის, არამედ რუსული პოლიტიკაა. არაფერში არ სჭირდებოდა მას. მისი ხომ არავის ესმის, გარდა ქართველი ამომრჩევლისა და საქართველოს მოქალაქეებისა. მკაფიოდ უნდათ შეატყობინონ თავის ამომრჩეველს, რომ პრორუსი ძალა ვართ.”