“ოცნება” - 39%, ენმ -16%, ევროპული საქართველო - 5% - Edison Research-ის კვლევა
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ – Edison Research-მა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა და პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგები გაზომა. Edison Research-ს კვლევა ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაუკვეთა.
Edison Research-ის კვლევის შედეგები ასეთია:
დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?
● „ქართული ოცნება“ – 39%
● გადაუწყვეტელი – 20%
● „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
● „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი – 5%
● „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
● „ლელო“ – 3%;
● „ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%
● „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
● „გირჩი“ – 2%;
● ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ – 2%;
● ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%
● ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ – 1%;
● ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“ – 1%;
● კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ – 1%;
ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში?
● დავით ბაქრაძე – 26%
● გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) – 20%
● გრიგოლ ვაშაძე – 18%
● მიხეილ სააკაშვილი – 7%
● ნიკა მელია – 5%
● შალვა ნათელაშვილი – 4%
● ირმა ინაშვილი – 2%
● მამუკა ხაზარაძე – 2%
ვის მისცემდით ხმას სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს?
● გამოკითხულთა 15% ლევან ხაბეიშვილს ასახელებს.
● გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა,
● 9% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს.
● პასუხის გაცემაზე უარი თქვა გამოკითხულთა 34%-მა.
- “გამარჯობა, თქვენ დაწერეთ სტატუსი კორონავირუსზე?”- სუს-ი ფეისბუკ-პოსტების გამო პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს იბარებს
- ბაჩანა შენგელიას საქმე – რა ღირს პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნება
ვის მისცემდით ხმას ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს?
● გამოკითხულთა 20% შალვა ნათელაშვილს ასახელებს.
● 42% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა,
● 5% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს.
● პასუხის გაცემაზე უარი გამოკითხულთა 33%-მა თქვა.
ვის მისცემდით ხმას ისნის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს?
● გამოკითხულთა 37% გიორგი ვაშაძეს ასახელებს.
● 36% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა,
● 2% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს.
● პასუხზე უარი გამოკითხულთა 25%-მა თქვა.
ვის მისცემდით ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს?
● გამოკითხულთა 35% ნიკა მელიას ასახელებს.
● 32% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა,
● 1% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს. პასუხზე უარი გამოკითხულთა 32%-მა თქვა.
ვის მისცემდით ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს?
● გამოკითხულთა 46% ევროპული საქართველოს წევრს, ოპოზიციის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას ასახელებს.
● 31% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა,
● 4% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს.
● პასუხზე უარი გამოკითხულთა 19%-მა თქვა.
ვის მისცემდით ხმას მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს?
● გამოკითხულთა 28% შალვა შავგულიძეს ასახელებს.
● 38% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა,
● 3% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს.
● პასუხზე უარი გამოკითხულთა 31%-მა თქვა.
განწყობები პოლიტიკური პარტიების მიმართ
● პარტია ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 67%-ს, პოზიტიური კი მხოლოდ 33%-ს.
● გამოკითხულთა 65% ნეგატიურად არის განწყობილი პარტია ევროპული საქართველოს მიმართ, პოზიტიურად კი – 35%.
● ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი გამოკითხულთა 71%, პოზიტიურად – 29%.
● იგივე შედეგი არის პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში.
● ლეიბორისტული პარტიის მიხედვით ნეგატიურად არის განწყობილი 67%, პოზიტიურად – 33%.
● პარტია ახალი საქართველოს (გიორგი ვაშაძე) მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი 64%, პოზიტიურად – 36%.
● მოქალაქეების (ალეკო ელისაშვილი) მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი 68%, პოზიტიურად – 32%.
● ლელოს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი გამოკითხულთა 73%, პოზიტიურად – 27%.
● გამარჯვებული საქართველოს (ირაკლი ოქრუაშვილი) მიმართ ნეგატიურად განწყობილია 77%, პოზიტიურად 23%.
● თავისუფალი საქართველოს (კახა კუკავა) მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი 79%, პოზიტიურად კი 21%.
● იგივე შედეგი აქვს ნინო ბურჯანაძის პარტიას – დემოკრატიული მოძრაობა.
● რესპუბლიკური პარტიის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი გამოკითხულთა 81%, პოზიტიურად – 19%.
● ეკა ბესელიას პარტიის – სამართლიანობისთვის მიმართ ნეგატიურად განწყობილია 83%, პოზიტიურად – 17%.
● გირჩის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი 85%, პოზიტიურად – 15%.
“ქართული ოცნების” ლიდერთა შეფასებები
● გამოკითხულთა 35% ნეგატიურად აფასებს გიორგი გახარიას, 65% კი პოზიტიურად.
● კახა კალაძეს ნეგატიურად აფასებს 45%, პოზიტიურად – 55%.
● ბიძინა ივანიშვილს ნეგატიურად აფასებს 52%, პოზიტიურად – 48%.
● ირაკლი ღარიბაშვილს ნეგატიურად აფასებს 55%, პოზიტიურად – 45%.
● არჩილ თალაკვაძეს ნეგატიურად აფასებს 63%, პოზიტიურად – 37%.
● ირაკლი კობახიძეს ნეგატიურად აფასებს 67%, პოზიტიურად – 33%.
● გამოკითხულთა 76% დადებითად აფასებს 2004-დან 2012 წლამდე პერიოდს, 24% – უარყოფითად. 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე პერიოდს კი დადებითად 58% აფასებს, უარყოფითად – 42%.
კვლევა 23 ივნისი-13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება 2.1%-ია.