Nutella-ზე ფასდაკლებებმა საფრანგეთის მაღაზიებში ქაოსი წარმოშვა
ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის Intermarche-ის გადაწყვეტილება, რომ Nutella-ს პასტაზე ფასდაკლება გამოცხადებულიყო, მაღაზიებში ქაოსის მიზეზი გახდა, იუწყება ინგლისური გაზეთი Guardian.
აჟიოტაჟში მყოფი მყიდველები ერთმანეთს აგინებდნენ და ეჩხუბებოდნენ, მოხუცებსა და ბავშვებს ხელს ჰკრავდნენ. ზოგ შემთხვევაში, საქმე პოლიციის გამოძახებამდეც კი მივიდა. საფრანგეთში ყველაზე პოპულარული ტკბილეულის ფასდაკლებამ 70 პროცენტი შეადგინა – 4.50 ევროდან 1.40 ევრომდე – ერთი 950-გრამიანი შეკვრისთვის.
რადიოსადგურ NPR-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლება, დემპინგის ბრალდებით, Intermarcheის ქსელის დევნის შესაძლებლობას განიხილავს.