თურქეთში „საახალწლო მსროლელი“ დააკავეს
თურქეთის სპეცსამსახურებმა სტამბულში ახალი წლის ღამეს მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. აბულკადირ მაშარიპოვზე, უზბეკეთის მოქალაქეზე, ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მან, თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სტამბულის ერთ-ერთ ღამის კლუბში 39 ადამიანი მოკლა, მათ შორის 25 – უცხო ქვეყნის მოქალაქე; თავდასხმის შედეგად დაშავდა 65 ადამიანი.
თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, პოლიციისგან მალვაში მყოფი მაშარიპოვი დააკავეს ძვრადღირებულ აპარტამენტებში, სადაც ის თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ ასევე დააკავა ყირგიზი მამაკაცი და სამი ქალი, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები.
„საახალწლო მსროლელის“ ძებნისა და დაკავების ოპერაციაში დაახლოებით ათასი პოლიციელი და სპეცსამსახურის თანამშრომელი მონაწილეობდა.
ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურამა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტის შემდეგ თურქეთში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 40 მეტი ადამიანია დაპატიმრებული.