მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული დიქტატორის 8 ისტორიული ფოტო
გაზიარება
გაზიარება
REUTERS/Mike Hutchings
კვირის ყველაზე მთავარ საერთაშორისო სიახლედ მსოფლიოს ყველაზე ხნიერი დიქტატორის, ზიმბაბვეს პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს გადადგომა იქცა.
საერთაშორისო საზოგადოება 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა თანამდებობიდან მის გადაყენებას. საბოლოოდ, ის მას შემდეგ გადადგა, რაც საკუთარი ქვეყნის ჯარმა ულტიმატუმი წაუყენა.
37 წლის განმავლობაში მუგაბემ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია – და რამდენიმე ასეული მილიონის პირადი ქონება დააგროვა. მუგაბეს რეჟიმის მიმართ საერთაშორისო სანქციები 1990-იანი წლების შუიდან მოქმედებს.
ზიმბაბვეს დედაქალაქის ხარარის ქუჩებში დიქტატორის გადადგომას ათასობით ადამიანი ზეიმობს.
1958 წელი – ფორტ ხარეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რობერტ მუგაბე სამუშაოდ განაში მიემგზავრება. მისი პროფესიაა – მასწავლებელი. REUTERS/Patrick de Noirmont, 1996
1980 წელს – წელს 10-წლიანი გადასახლების შემდეგ ზიმბაბვეში ბრუნდება არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შედეგად პრემიერ-მინისტრი ხდება. პრემიერის თანამდებობაზე ის თეთრკანიანი უმცირესობის მიმართ შერიგების პოლიტიკას აცხადებს და დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრ ტეტჩერთან ურთიერთობას აგვარებს. Reuters/Kevin Coombs, 1994
1990-წელს – კონგოს სამოქალაქო ომში ერევა. ქვეყნის შიგნით კი თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწების კონფისკაციის პოლიტიკის გატარებას იწყებს. ქვეყნის ეკონომიკა რღვევას იწყებს, ინფლაცია მსოფლიოში რეკორდული ხდება. აშშ და ევროკავშირი ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქიებს აწესებენ. მთავარი საგარეო პოლიტიკური პარტნიორია ჩინეთი. მუგაბეს ქალიშვილი სინგაპურში საწვლობს. Reuters/Howard Burditt, 1996