გასულ ღამეს, მოსკოვში, გამვლელებსა და მძღოლებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიციის მონაცემებით, დაკავებულია 25 ადამიანი.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, მათი მსხვერპლები კი სომხური დიასპორის წარმომადგენლები.
https://www.youtube.com/watch?v=abqB7voWsyE
სავარაუდო მიზეზი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამწვავებული ურთიერთობებია.
მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა ცოტა ხნის წინ აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც. ამ ვიდეოში ნაჩვენებია 21 ივლისს, ლოს ანჯელესში ჩხუბი.
რუსეთის სომეხთა კავშირის წევრმა, დავიდ ტონოიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანელებმა დანა დაარტყეს მის ნაცნობს.
“მარინოს, ბრატისლავსკაიასა და ლიუბლინოს რაიონები სრულად გარშემორტყმულია სპეცრაზმისა და რუსეთის გვარდიის მიერ. ყველა ავტომობილს ამოწმებენ. უკვე არიან დაკავებულები“, – დაწერა ტონოიანმა.
სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მამაკაცთა ჯგუფი თავს ესხმის ავტომობილს, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, სომხეთის მოქალაქეს ეკუთვნის.
მოსკოვის პოლიცია არანაირ კომენტარს არ აკეთებს, ამ ინციდენტების სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ ურთიერთობებთან კავშირზე.
მოსკოვი: ჩხუბები აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის