მოსაზრება: ელექტროქსელების ნაციონალიზაცია სომხეთში რუსული გავლენის კოლაფსს გამოიწვევს
სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაცია
სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიხედვითაც დაიწყება ქვეყნის მთავარი ენერგოგამანაწილებელი კომპანიის, “სომხეთის ელექტროქსელების“ (Electric Networks of Armenia) ნაციონალიზაცია. ინიციატივას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. ოპოზიციურმა ფრაქციებმა კანონს მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ცდილობს კერძო ბიზნესის ძალადობრივ ჩამორთმევას.
ოპოზიციის განცხადებით, ამ ნაბიჯმა შესაძლოა დააზიანოს სომხეთის საინვესტიციო რეპუტაცია. მათ შეფასებით, საქმე გვაქვს “კომპანიის დაპატრონების პროცესთან“.
ისტორია და კონტექსტი
აღნიშნული კომპანია 2016 წელს გადავიდა “ტაშირის“ ჯგუფის მფლობელობაში — ეს კომპანია ეკუთვნის რუსეთში მცხოვრებ გავლენიან სომეხ ბიზნესმენს სამველ კარაპეტიანს. ამჟამად აქციების 70% ეკუთვნის “ტაშირ კაპიტალს”, 30% კი — სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიას Liormand Holdings Limited, რომელიც ასევე კარაპეტიანთან არის დაკავშირებული.
18 ივნისიდან კარაპეტიანი სოხმეთის ძალოვანი უწყებების მიერ დაკავებულია — მას ბრალად ედება საჯარო მოწოდებები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ.
სომეხი პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი უკავშირდება რუსეთის ჰიბრიდული ზეწოლის მიმართ საპასუხო ნაბიჯებს. მისი თქმით, სომხეთი ცდილობს, დაიბრუნოს კონტროლი სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც რუსული კაპიტალის გავლენაშია.
„მხოლოდ ელექტროქსელების ნაციონალიზაცია საკმარისი არ არის რუსიფიკაციის პროცესის შესაჩერებლად. იგივე უნდა მოხდეს ‘არმროსგაზპრომის’ და ‘სამხრეთ კავკასიური რკინიგზის’ შემთხვევაშიც,“ — აღნიშნა გევონდიანმა.
კარაპეტიანის დაკავება და ენერგოკომპანიის გასაეროვნებელად მომზადებული გეგმა: სომხეთში პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ
სამველ კარაპეტიანი, რუსეთში მცხოვრები სომეხი მეწარმე და ენერგოკომპანია სომხეთის ელექტროქსელების“ (ЭСА) მფლობელი, 18 ივნისს ერევანში დააკავეს. როგორც ირკვევა, საფუძველი გახდა მისი საჯარო კომენტარები, რომელშიც ბიზნესმენი მხარს უჭერდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიას მოქმედ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ფონზე.
კარაპეტიანმა თქვა, რომ “თუ პოლიტიკური ძალები ვერ შეძლებენ ეკლესიასთან დაპირისპირების მოგვარებას, ჩვენ თავად ჩავერთვებით კამპანიაში ჩვენი გზით“. ხელისუფლებაში ეს განცხადება აღიქვეს, როგორც შეიარაღებული ჩარევის მინიშნება, თუმცა ბიზნესმენის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საუბარი იყო შერიგებაზე. ისინი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.
ამავე პერიოდში, პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა ან უზრუნველყობს კომპანიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან მის ნაციონალიზაციას განახორციელებს. ფაშინიანის თქმით, შესაბამისი მითითება მინისტრებს ჯერ კიდევ იმ განცხადებამდე მისცა, რაც კარაპეტიანმა ეკლესიის მხარდასაჭერად გამოვიდოდა.
ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საშუალებას იძლევა კომპანიას დროებითი მმართველი დაენიშნოს
პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც “სომხეთის ელექტროსადენების“ მმართველობაში პირდაპირ ჩარევას ითვალისწინებს. ახალ წესის მიხედვით:
- მთავრობას უფლება ექნება რეგულირების კომისიას აცნობოს კომპანიის მიერ დაშვებული დარღვევების შესახებ;
- კომისიის ხელმძღვანელს მიეცემა უფლება 5 დღეში დაიწყოს ადმინისტრაციული საქმე;
- პრევენციული ზომების ფარგლებში შესაძლებელი იქნება კომპანიის დროებითი მმართველის დანიშვნა.
ამის შედეგად, ხელისუფლებას შეუძლია რამდენიმე დღეში შეცვალოს კომპანიის მმართველობა. მმართველი გუნდი ჯერ-ჯერობით არ ასახელებს, ვის შეიძლება დაეკისროს ეს პასუხისმგებლობა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ენერგოკომპანია კომპანია ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კომპანია მიზანმიმართულად ასუსტებდა სახელმწიფო სისტემას, რათა ქვეყანაში უკმაყოფილება გამოეწვია. მისი თქმით, კომპანიის მფლობელების მცდელობა ეკლესიასთან აფელირებისკენ — მხოლოდ “საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“.
“ჩემი რეგიონული ვიზიტებისას ვამჩნევდი, რომ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდებოდა. მე მიმაჩნია, რომ ეს ხდებოდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად,“ — განაცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, კომპანიის ნაციონალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება:
“პირველი ნაბიჯი – სახელმწიფო იღებს მმართველობას, ამის შემდეგ ვიმუშავებთ ახალ სცენარებზე.“
ჩხრეკები და ამოღებული ნივთები
სომხეთის საგამოძიებო სამსახურმა დილიდან ჩხრეკა ჩაატარა როგორც კომპანიის ცენტრალურ ოფისში, ისე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნარეკ კარაპეტიანის საცხოვრებელ ბინაში.
როგორც კარაპეტიანი აცხადებს, სამართალდამცავებმა ამოიღეს 37 დოკუმენტი, ფული, ციფრული მედიატარელი და ორი ბეისბოლის ქუდი. საგამოძიებო მოქმედებები 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
კომპანიის მფლობელობაში სახელმწიფოს ჩართვის სამართლებრივი საფუძველი უკვე არსებობს. პრეზიდენტმა ვააგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციას ითვალისწინებს.
“ჩვენ ყველა კანონიერი გზით ვიბრძოლებთ“ – ESA-ს წარმომადგენელი
“სომხეთის ელექტროქსელების“ მოვალეობის შემსრულებელი აღმასრულებელი დირექტორი დავით გაზინიანი მიიჩნევს, რომ კომპანიასთან “ურთიერთობა წესების გარეშე ბრძოლის ფორმატით“ მიმდინარეობს. თუმცა, ESA აპირებს იურიდიულად გაასაჩივროს დაწყებული პროცესი:
“ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით ვიბრძოლებთ. ჩვენ გვყავს ძლიერი იურიდიული გუნდი. ჩვენ მართლები ვართ, რაც ბევრად გვაძლიერებს.“
ღაზინიანის თქმით, უფლებამოსილმა ორგანომ, საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა კომისიამ, არ მიანიშნა იმაზე, რომ კომპანია “სომხეთის ელექტროქსელების“ მუშაობა შეიძლება ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველი გამხდარიყო.
კომენტარი
რუსეთის ეკონომიკურ აქტივობაზე ხანგრძლივი ინტერესის ფონზე, კრემლმა შეძლო გავლენის მოპოვება სომხეთის არაერთ ეკონომიკურ სექტორში — ამბობს პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი. მისი თქმით, რუსულ ან სახელმწიფოსთან აფილირებულ კომპანიებს სომხეთში ეკუთვნით გაზგამანაწილებელი ქსელი, რკინიგზა, მობილური კავშირი და სხვა მრეწველობის ობიექტები.
გევონდიანის შეფასებით, ამ მიდგომის მთავარი მიზანი იყო სომხეთის ეტაპობრივი რუსიფიკაცია — პროცესის, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ქვეყნის რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაზე სრულ კონტროლს და საბოლოოდ — სომხეთის რუსეთის მთავარი ინტეგრაციული პროექტის, კავშირის სახელმწიფოს ფარგლებში შეყვანას.
როგორც გევონდიანი აღნიშნავს, ამ პროცესის ხელშემწყობი იყო პრორუსული ხელისუფლება პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის სახით.
პოლიტოლოგის აზრით, ამ ქონების ნაციონალიზაციის შესახებ კანონპროექტი არსებითად ცვლის წარსულში ჩამოყალიბებულ ლოგიკას:
“სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის განმტკიცება და რუსეთის ჰიბრიდული ბერკეტების შემცირება, რუსეთის გავლენის შესუსტებას და დაშლას გამოიწვევს“.
გევონდიანი მიუთითებს, რომ მოსკოვში მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან — მათ შორის, როგორც რუსი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები, ასევე სომხეთის ის პოლიტიკური ძალები და ექსპერტები, რომლებიც კრემლის ინტერესებს იზიარებენ ან პირდაპირ მოსკოვიდან ფინანსდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესს დადებითად აფასებს, ის ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ელექტროსისტემის ნაციონალიზაცია არ არის საკმარისი:
„ArmRosGazprom, სამხრეთკავკასიური რკინიგზა და სხვა სტრატეგიული ობიექტები კვლავ რჩება რუსეთის გავლენის ბერკეტებად. ეს ინფრასტრუქტურები, ისევე როგორც ენერგოსისტემა, სომხეთის საკუთრებაა და მათ დაბრუნებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს“.