მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო
გაზიარება
გაზიარება
მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, რომელიც ფასილიტატორების შუამავლობით 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას მედიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადასტურებენ.
მოლაპარაკებების გადადების სავარაუდო მიზეზი, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებებია, რომელმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგისტრაციიდან მოხსნა და იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერება დააანონსა, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.
„ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც, პრაქტიკულად მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა თავისი შანტაჟითა და მუქარით ოპოზიციის მიმართ, ბუნებრივი იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა, დღეს რაღაზე უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ?“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში, მას შემდეგ გაგრძელდება, რაც 11 დეკემბერს ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი კი აცხადებს, რომ ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ დასავლეთიდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაასკეცდება.