“ქალები საერთო მომავლისათვის - საქართველო" ქართველ მიგრანტ ქალებზე კვლევას აქვეყნებს
მიგრანტი ქალები
ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო” ქართველი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკასა თუ პროგრამებში ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებს მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის პროცესს.
კვლევა მიზნად ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის საკითხების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კონტექსტში შესწავლას ისახავდა.
კვლევის მიხედვით:
● ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა, მიგრაციის ფემინიზაციას საკმარისი ყურადღება არ ეთმობა კანონმდებლობაში, პოლიტიკასა თუ პროგრამებში ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებს მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის პროცესს.
● მიგრაციული გამოცდილებები, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სექტორული კანონმდებლობა თუ პოლიტიკა მიგრანტის ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მდგრადობის მნიშვნელოვანი განმაპირობებელია და ამჟამად, სრულიად დაცლილია გენდერული პერსპექტივებისაგან.
● ქალებს, უცხოეთში ყოფნის პერიოდში ფულადი სახსრებისა და საჭირო ინფორმაციის მიღების არასაკმარისი შესაძლებლობები გააჩნიათ და ასევე მათი რეინტეგრაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს ფულად გზავნილებზე ოჯახების მაღალი დამოკიდებულება და შესაბამისი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კურსების არარსებობა.
● ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში ქართველ მიგრანტ ქალებს ფინანსური კაპიტალისა და გამოცდილების დაგროვების და საჭირო ინფორმაციის მიღების შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რაც ერთი მხრივ, ახანგრძლივებს ემიგრაციაში ყოფნას, მეორე მხრივ კი, არ აძლევს მათ შესაძლებლობას გააკეთონ დანაზოგი სამომავლოდ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია ფულად გზავნილებზე ოჯახების მაღალი დამოკიდებულებით და შესაბამისი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კურსების არარსებობით, რაც ხელს შეუწყობდა ემიგრაციის პოტენციალის სრულ გამოყენებას და შექმნიდა მნიშვნელოვან საფუძველს მდგრადი რეინტეგრაციისთვის.
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები
● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები
● სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
რეკომენდაციები
ანგარიშში ასევე ასახულია რეკომენდაციები, რომლებიც როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისკენაა მიმართული.
უფრო კონკრეტულად:
● ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ემიგრანტი ქალების დაბრუნება მნიშვნელოვანია “მიგრაციის ფემინიზაციის სოციალური ფასის შემცირებისა და მიგრაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის.”
● ამასთანავე, ორგანიზაცია ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პროგრამებში გენდერული საკითხების სისტემური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამატებს, რომ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაში თანაბრად იყვნენ ჩართულები, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები.