მღვდლის ინტერვიუს შემდეგ: სომხეთში სასულიერო პირები დააკავეს
სამღვდელოება დააკავეს სომხეთში
სომხეთის სასულიერო ცენტრმა, ეჩმიაძინის წმინდა საყდარმა, არაგაცოტნის ეპარქიის საღმოსავანკის მონასტრის მოძღვრის, მამა პარენ არაქელიანის დაკავების შესახებ განაცხადა. ასევე დააკავეს რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის არაგაცოტნის ეპარქიის წინამძღვარი, მკრტიჩ პროშიანი. თავდაპირველად მედიაში შვიდი სასულიერო პირის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი ათი. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური და საგამოძიებო კომიტეტი ეპარქიის შენობაში ოპერატიულ საქმიანობას აგრძელებენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის“ ხელმძღვანელმა დანიელ იოანიანსიანმა განაცხადა, რომ მან სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა პროკურატურაში საზოგადოებრივ ტელევიზიაში მღვდელ არამ ზოჰრაბიანთან ინტერვიუს საფუძველზე. მღვდელმა განაცხადა, რომ “2021 წელს, სომხურ წმინდა სამოციქულო ეკლესიაში, ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო აქციებში მონაწილეობის იძულებას“.
ეჩმიაძინის მთავარეპისკოპოსის პრესმდივნის, ესაი არტენიანის თქმით, ხელისუფლებამ სასულიერო პირების დაკავება “საეკლესიო კამპანიის ნაწილად უნდა განიხილოს“.
“ჩვენ არ ვმონაწილეობთ არც ერთ კამპანიაში. ეს არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა. ხალხის იძულება, მონაწილეობა მიიღონ მიტინგში, სომხეთში სისხლის სამართლის დანაშაულია და სახელმწიფომ ყველა ასეთი ქმედების წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს“, – განაცხადა დანიელ იოანისიანმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადება
სასულიერო პირების დაკავებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ წინასწარი სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში იდგმება საჭირო ნაბიჯები.
ოფიციალური განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმე “აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ან იძულების მიზნით ზეწოლის საფუძველზე“. განცხადებაში უწყება ასევე შეხვედრებში მონაწილეობის მატერიალური ინტერესის საკითხსაც შეეხო.
თუმცა, საგამოძიებო კომიტეტმა არ მოგვაწოდა რაიმე კონკრეტული დეტალი.
ოთხი მღვდლის ადგილსამყოფელი უცნობია
ადვოკატმა არა ზოჰრაბიანმა განცხადება გაავრცელა, რომ არაგაცოტნის ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს მკრტიჩ პროშიანის ადგილსამყოფელი უცნობია. მან აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საგამოძიებო კომიტეტი უარს ამბობს მისი ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე.
“ისინი ფაქტობრივად მალავენ მამაკაცის ადგილსამყოფელს, მიუხედავად იმისა, რომ ის კანონიერად იყო დაკავებული და სახელმწიფო იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. ის კანონის დაცვის მიღმა აღმოჩნდა“, – განაცხადა ადვოკატმა მარინე ფარმანიანმა.
ადვოკატთა ჯგუფმა პოლიციაში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა “მაღალი რანგის სასულიერო პირის იძულებით გაუჩინარებასთან დაკავშირებით“.
გამოქვეყნების დროისთვის ასევე მიღებული იყო ინფორმაცია, რომ “დაკავებული ოთხი მღვდლის ადგილსამყოფელიც“ უცნობია. ამასობაში, ომბუდსმენის ოფისის წყალობით, გაირკვა, რომ ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალურ ოფისში იმყოფება.
ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის დის ძმისშვილია.
სასულიერო პირები მოწმეებად გამოდიან
სულიერი პირების ადვოკატებმა ჟურნალისტებს გარკვეული დეტალები მიაწოდეს. მათი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკავებამდე სასულიერო პირების სახლები და არაგაცოტნის ეპარქიის შენობაში ჩხრეკა ჩაატარეს.
“ასევე დააკავეს ეპარქიაში მომსახურე საერო პირები. ჩამოართვეს დოკუმენტები და კომპიუტერები, მათ შორის დაკავებულის ოჯახის წევრების, რომელიც სასულიერო პირი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები იძულებით დააკავეს, მათ საქმეში მოწმეებად იყენებენ“, – განაცხადა ადვოკატმა არა ზოჰრაბიანმა.
ადვოკატ არმინე ფანიანის თქმით, დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ადვოკატების გარეშე გამომძიებლების კითხვებს არ უპასუხებდნენ:
“სასულიერო პირები სასამართლოში დაიბარეს. მოგვიანებით ისინი ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხებიან“.
ადვოკატთა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირების წარმომადგენლობის რწმუნებულება მიიღეს, მაგრამ მათ საგამოძიებო ორგანოში შესვლის უფლება არ ეძლევათ. ამასთან დაკავშირებით, მათ პოლიციაში განცხადებაც შეიტანეს.
“ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის“ ხელმძღვანელმა დანიელ იოანისიანმა განაცხადა, რომ მამა არამ ზოჰრაბიანის ინტერვიუში მოყვანილი ფაქტები უნდა იქნას გამოძიებული:
“ვინაიდან ადამიანების იძულება, მონაწილეობა მიიღონ მიტინგებში, სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც აკრძალულია როგორც წინა, ასევე ახალი სისხლის სამართლის კოდექსით, 17 სექტემბერს “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირმა“ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა პროკურატურაში“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირი“ ამას აკეთებს “ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ის ამჩნევს საჯარო განცხადებას დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ“.
ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაცია იუწყება, რომ მას “არ აქვს სხვა ინფორმაცია ან დეტალები სავარაუდო დანაშაულის ან მისი შესაძლო დამნაშავეების შესახებ“.