ევროკომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აშშ-ს კონგრესის მიერ MEGOBARI აქტის მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამის შესახებ განცხადებას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.
“საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებით”, – აცხადებენ ევროკომისიაში.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები MEGOBARI Act-ის მიღების შემდეგ პირველ რიგში დაასანქცირებს.
სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და ოცნების პროპაგანდისტები მოხვდნენ.
დოკუმენტში მითითებულია, რომ “ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევაში”.