ეროვნული საკრებულოს შენობაში ერთ-ერთმა დეპუტატმა საბჭოთა ბელადის ვლადიმირ ლენინის ქანდაკება იპოვა. ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა Facebook-ზე, თავის გვერდზე გამოაქვეყნა ქანდაკების ფოტო, რომელიც მან პარლამენტის ერთ-ერთ შენობაში აღმოაჩინა.
„ახლახან ვნახე ეროვნულ საკრებულოში. ალბათ იმისთვის მოიტანეს, რომ აპრილში ეროვნული საკრებულოს დარბაზში შეიტანონ. უკანსაკნელი ბოლშევიკის წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი“, – მიაწერა ფოტოს ქვეშ კომენტარი ნიკოლ პაშინიანმა.
2018 წლის აპრილში დაგეგმილია პრემიერ -მინისტრის არჩევნები, რომელიც პარლამენტში გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მეთაურის ფუნქციას შეასრულებს.
ეროვნული საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა არსენ ბაბაიანმა განაცხადა, რომ ეს ქანდაკება პარლამენტის შენობაში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არის.
„უბრალოდ, ახლა მისი იქ გადატანა გადაწყვიტეს, სადაც გამოუყენებელი ნივთები ინახება“, – თქვა მან.
მისი თქმით, ლენინის ქანდაკების ბედი საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც „აპარატი ამ საკითხით დაკავებას გადაწყვეტს“.