"ლათას ტრაგედიაზე" გამოთქმული მოსაზრების გამო, ომის ვეტერანს, შესაძლოა, აფხაზეთის გმირის სტატუსი ჩამოართვან
გაზიარება
გაზიარება
იაგანოვა ლათის ტრაგედიაზე
აფხაზეთის მთავრობის და აფხაზური საზოგადოების აღშფოთებულია გამოიწვია ჩერქეზი აქტივისტის, იბრაგიმ იაგანოვის განცხადებებმა ლათას ტრაგედიასთან დაკავშრებით.
იაგანოვი ომში აფხაზების მხარეს იბრძოდა, რისთვისაც მას „აფხაზეთის გმირის“ წოდება მიენიჭა. ახლა ბევრი მისთვის ამ წოდების ჩამორთმევას მოითხოვს.
„ლათას ტრაგედიას“ 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს უწოდებენ. 1992 წლის დეკემბერში სოფელ ლათასთან ჩამოვარდა სამგზავრო, რომელსაც აფხაზი ლტოლვილები გადაჰყავდა. დაიღუპა 87 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი. აფხაზების თქმით, ვერტმფრენი ქართულმა ძალებმა ჩამოაგდეს. თბილისი უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ტრაგედია რუსული მხარის სამხედრო მანიპულაციების მიზეზით მოხდა.
ომის შემდგომ წლებში ყოფილმა მოხალისემ იაგანოვმა რადიკალურად შეცვალა თავისი შეხედულებები აფხაზეთზე, რუსეთთან მის ურთიერთობასა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე.
კერძოდ კი, ის თვლის, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ შედგა და დროთა განმავლობაში რუსეთთან სრულად შერწყმა ემუქრება. ამიტომ, იაგანოვი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი საქართველოსთან შეთანხმების მიღწევაა.
ის ამას ათ წელზე მეტია იმეორებს და აფხაზეთში მის ამ პოზიციას დიდი ხანია ყურადღებას აღარ აქცევენ. თუმცა, ლათას ტრაგედია, რომელსაც ამჯერად შეეხო, აფხაზებისთვის უაღრესად მგრძნობიარე თემაა. მისმა შეფასებამ შოკში ჩააგდო ისინიც კი, ვინც ვეტერანის შეხედულებების ცვლილების მიმართ შედარებით გულგრილი იყო.
ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე საუბრისას, იბრაჰიმ იაგანოვმა შემდეგი განაცხადა:
„უნდა ვაღიარო, რომ ეს ვერტმფრენი შეიძლებოდა სამხედრო სამიზნე ყოფილიყო. ჰუმანიტარული ვერტმფრენების გამოყენება სამხედრო პერსონალის ან იარაღის გადასაყვანად არ შეიძლება, თუმცა ამ მიზნით იყენებდნენ. [სავარაუდოდ] აფხაზურ მხარეს ამ ჰუმანიტარული ვერტმფრენით იარაღი და სამხედრო პერსონალი გადაჰყავდა, რაც ომის დროს დაუშვებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც არ უნდა ესროლა ამ ვერტმფრენისთვის, რომ სცოდნოდა, რომ ბორტზე ბავშვები და ქალები იყვნენ, ალბათ ამას არ იზამდა“.
ქალებისა და ბავშვების გარდა, ვერტმფრენში, რომელსაც ლტოლვილები გადაჰყავდა, მართლაც იყო სამი სამხედრო მოსამსახურე. თუმცა, აფხაზური მხარე ირწმუნება, რომ ბორტზე ნამდვილად არ იყო იარაღი. აფხაზეთში იაგანოვის სიტყვები ცილისწამებად და იმის აშკარა მინიშნებად აღიქვეს, რომ აფხაზები თავად იყვნენ დამნაშავეები ტრაგედიაში.
სოციალური მედიაში იაგანოვის სიტყვებს მკრეხელობა უწოდეს. ზოგმა მოითხოვა, რომ იაგანოვს „აფხაზეთის გმირის“ წოდება ჩამოერთვას. ზოგი კი მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა შეიცვალოს შეხედულებები, ეს არ აუქმებს მის სამხედრო გმირობებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აფხაზეთის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამაც, რომელმაც იაგანოვის სიტყვებს „ბარბაროსული და უგულო“ უწოდა.
„თავისი განცხადებებით იბრაჰიმ იაგანოვმა შეურაცხყო უდანაშაულოდ მოკლული ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ხსოვნა და გულში დაჭრა აფხაზეთის ყველა მოქალაქე. ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ და ერთ დღეს ყოვლისშემძლე ყველას წაგვიყვანს. რას ეტყვის იბრაჰიმ იაგანოვი თავის თანამებრძოლებს, ჩვენს ანგელოზებს, რომლებიც ცოცხლად დაწვეს?“ – თქვა გუნბამ.
იაგანაროვი ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა.