კორონავირუსი საქართველოში: შემთხვევები მატულობს, გარდაიცვალა ეპისკოპოსი
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წერს. ეპისკოპოსს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. ის 65 წლის იყო.
„დღეს დილით გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძეც. ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, დღეს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება.
ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.
„მდგომარეობა უცვლელია, დღის განმავლობაში ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები, რისი შედეგებიც საღამოს იქნება ცნობილი. დაავადების მიუხედავად მხნედ არის, განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა უცვლელია“, – აცხადებენ საავადმყოფოში.
______________________
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში covid-19-ით ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 41 ადამიანი, მათგან 19 თბილისში მკურნალობდა.
სულ საქართველოში დადასტურებულია 96860 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 894
გამოჯანმრთელებული – 77932
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 18034
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:
თბილისი – 1 443
აჭარა – 676
იმერეთი – 541
ქვემო ქართლი – 183
შიდა ქართლი – 165
გურია – 52
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 363
კახეთი – 130
მცხეთა-მთიანეთი – 96
სამცხე-ჯავახეთი – 95
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24