როგორც 2022 წლის 22 ივნისსსაქართველოსპრეზიდენტმაგანაცხადა, ისგამოიყენებსვეტოსუფლებას, ყველაიმკანონთანმიმართებით, რომელიცეწინააღმდეგებაქვეყნისდემოკრატიულმშენებლობასდაევროკავშირისრეკომენდაციებისსულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი„შეკრებებისადამანიფესტაციებისშესახებ“კანონს, რომელიცზღუდავსშეკრებისადაგამოხატვისთავისუფლებას, ვეტოსდაადებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
5 ოქტომბერს პარლამენტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.
“ოცნების” დეპუტატები აცხადებენ, რომ ცვლილებების აუცილებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 18 სექტემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების მოწყობა“ იგეგმება.