ბოლო ხანს სომხეთში ხანძარი ერთდროულად ორ ადგილას გაჩნდა.
ვაიოც ძორის არტავანმორზის თემის მახლობლად სამი დღის წინთ ცეცხლი წაეკიდა ბალახით დაფარულ დიდ ტერიტორიას. ხანძრის ჩაქრობის მცდელობა აქამდე გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროში პრესას აცნობეს, რომ ცეცხლი უკიდია 400-500კვ. მ-იან მონაკვეთს, იმავე სამინისტროშივე აღნიშნეს, რომ ხანძრის ლოკალიზაციისთვის მიწის ამ მონაკვეთის პერიმეტრზე გაყვანილია ღრმა თხრილები.
ტყის გადაწვაში ეჭვმიტანილია 43 წლის კარენ აკობიანი. არტავანის ყოფილმა მამასახლისმა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს აცნობა, რომ კარენ აკობიანი არცახის ომის მონაწილე, ინვალიდი და სამი შვილის მამაა, რომელიც ცუდ სოციალურ პირობებში ცხოვრობს.
სოფლის ყოფილმა მამასახლისმა აღნიშნა, რომ ხანძრის მიზეზი გახდა ნაპერწკლები, რომელიც მაშინ წარმოიშვა, როდესაც აკობიანი მაყუჩის გამოცვლას ცდილობდა, რის შედეგადაც ბალახს ცეცხლი წაეკიდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ცეცხლი გაჩნდა „ხოსროვის ტყის“ ნაკრძალის ტერიტორიაზეც. ხანძრის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილისკენ მეხანძრეები გაემართნენ.