პროსამთავრობო "იმედის" გათიშვასთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება დაიწყო
გაზიარება
გაზიარება
“იმედის” გათიშვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედის” მიმართვის საფუძველზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყეს. მათივე ცნობით, “იმედთან” ერთად დროებით მაუწყებლობა შეუწყდათ “მაესტროსა“ და “ჯიდიესსაც“.
მანამდე ტელეკომპანია იმედმა განცხადება გაავრცელა, რომ მაუწყებლობა დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს.
რას ამბობს სუს-ი
“ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.” — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.