რუსული ჰუმანიტარული ტვირთი პირველად ჩავიდა ყარაბაღში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაგზავნა. ის სატვირთო ავტომობილებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ჩაიტანეს.
• ყარაბაღი: რუსი და თურქი სამშვიდობოები, აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები – ვინ რა პოზიციებზეა
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარული დახმარების კოლონას რუსეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ «სამურში» აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები დახვდნენ და დანიშნულების ადგილამდე მიაცილეს.
იგეგმება, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი, სამშენებლო მასალის სახით შუშაში ჩავა, მეორე ნაწილი კი – ხანქენდიში (სტეპანაკერტში).
ეს ყარაბაღში რუსული ტვირთის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ჩატანის პირველი შემთხვევაა. რუსეთის სამშვიდობო საქმიანობის საწყის ეტაპზე, კონფლიქტის ზონაში ეს საქმიანობა სომხეთის ტერიტორიის გავლით ხდებოდა.