ქალებზე ძალადობის პრობლემამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უკვე წელიწადში ერთი სპეციალური დღეც კი გამოყო, რომელიც ამ ძალადობასთან ბრძოლას ეძღვნება – 25 ნოემბერი.
როდესაც გოუ ჯგუფი ამ ფილმს იღებდა, გადამღები ჯგუფი კიდევ უკეთ მიხვდა, თუ სინამდვილეში რა არის ძალადობა. ძირითადად ამაზე მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც ქალს ან მამა სცემს, ან ქმარი, ან ძმა ან ვინმე სხვა ნათესავი. მაგრამ სრულმასშტაბიანი ძალადობა ის არის, როდესაც გოგონებს იმ აზრით ზრდიან, თითქოს ისინი მეორეხარისხოვანი წევრები არიან იმ საზოგადოებაში, რომელსაც მამაკაცი უნდა მართავდეს, მამიდან ქმრამდე.
ოთხი გოგონას ამბავი, რომლებიც ფილმის განმავლობაში თავიანთ აწმყოსა და იმაზე გვიამბობენ, თუ როგორ ესახებათ საკუთარი მომავალი, თანდათან ერთგვარ დრამაში გადაიზრდება. ოჯახს შეუძლია ძალით გაათხოვის გოგონა; ეკლესია მენსტრუაციის დღეებში სალოცავად მისვლას უკრძალავთ; ძმა დას ავალდებულებს, რომ გაურეცხოს და საჭმელი მოუმზადოს მას, მხოლო იმიტომ, რომ ის გოგოა, და თავად – ბიჭი; ქმარი დარწმუნებულია, რომ ცოლმა მისი, შვილების და სახლის მოვლას 12 საათი უნდა მოანდომოს, “დანარჩენი დროის განმავლობაში კი, თუ უნდა, სადმე იმუშაოს”.
და ფილმის გმირი გოგონები ამაზე თანახმა არიან, ისინი ასე გაზარდეს.