“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებს და აცხადებს, რომ გამომდინარე წინარე პრაქტიკისა, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში და სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო ადმინისტრაციულ სანქციებს, ეს ცვლილებები რეპრესიულად იქნება გამოყენებული მოქალაქეების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
ცილისწამების საქმეებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ჩანაწერის შეცვლა;
კონფიდენციალური წყაროს და პროფესიული საიდუმლოების დაცვის სტანდარტი;
სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევა.
ცვლილებებით უქმდება გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტიები.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესული ცვლილებები წარმოადგენს ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების, პოლიტიკური დისკურსის, პლურალიზმის, მედიის და სამოქალაქო სივრცის შევიწროებისკენ. გამომდინარე წინარე პრაქტიკისა, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში და სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო ადმინისტრაციულ სანქციებს, ეს ცვლილებები რეპრესიულად იქნება გამოყენებული მოქალაქეების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.” – წერია საიას განცხადებაში.
საქართველოში სასამართლოში მედიის შემზღუდავი კანონი, ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები ამოქმედდა. დოკუმენტები უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.
ცვლილებების მიხედვით, მედიას მნიშვნელოვნად შეეზღუდება სასამართლოს სხდომის დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება, ამის უფლებამოსილება კი სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს მიენიჭება.
ამასთან, ქართულმა ოცნებამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ერთ-ერთი დებულების მიხედვით ცილისწამებაზე სარჩელის წარდგენის 100-დღიანი ვადა გავრცელდება იმ განცხადებებზეც, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა აღნიშნული ვადა ჯერ არ არის გასული.