ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიას ყველაზე დაბალი ქულა აქვს - Freedom House
Freedom House-ის ანგარიში
Freedom House-ის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34 პროცენტამდე შემცირდა, რაც ბოლო ათი განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების მრავალწლიანი ტენდენციის ფონზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანიის დირექტორის დაპატიმრებით, ასევე მზარდი პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემოთი გამოიხატა, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25-მდე შემცირდა [ყველაზე მაღალი ქულა 7].
აღსანიშნავია, რომ საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.
Freedom House წერს, რომ 2022 წელს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ყურადღებით აკვირდებოდნენ, თუმცა სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა ძირითადად გადაუჭრელი დარჩა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
● როგორ მივიდა საქართველოს სასამართლო სისტემა დასავლურ სანქციებამდე
● UNICEF-ის კვლევა: დეპრესიის ნიშნები ახალგაზრდებში და ფიქრები სუიციდზე
● მოსახლეობის 81 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – CRRC საქართველოს კვლევა
გარდა ამისა Freedom House აღნიშნავს, რომ 2022 წელს შემცირდა “ქართული ოცნების” მზაობა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც, კრიტიკა მიიღოს. ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა – ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება არასაკმარისს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მთავარ პრობლემად პოლარიზაციას ასახელებს.
“საბოლოო ჯამში, საზოგადოების სკეპტიციზმმა მმართველობის მიმართულების, ეკონომიკის მდგომარეობის მიმართ და პარტიული სისტემით იმედგაცრუებამ, მათ შორის, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიმართ, პიკს მიაღწია”.– წერს Freedom House.