ფოტოისტორია სიყვარულის შესახებ: ირანელი ჰომოსექსუალები თავისუფლების მოლოდინში
გაზიარება
გაზიარება
დენიზლი – თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქია. ირანელი ჰომოსექსუალები, რომლებიც შესაძლო სიკვდილით დასჯას გამოექცნენ, აშშ-ს, კანადისა და ევროპული ქვეყნების საელჩოებისაგან იმიგრაციის უფლების მიღებას აქ ელოდებიან.
ირანული წარმოშობის ფოტოგრაფმა ლორანს რასტიმ აქ თავისი სადიპლომო პროექტი გადაიღო და გამოცემა Bird-in-flight-ს იმ ისტორიების შესახებ უამბო, რაც მან შეიტყო.
1997 წელს ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა. მას შემდეგ დღემდე ქვეყანაში ჩამოახრჩეს 4 ათასზე მეტი მამაკაცი, რომლებიც ჰომოსექსუალურ კავშირებში იყვნენ ბრალდებულები. ყველაზე ხმაურიანი იყო 2005 წელს ორი მოზარდის – მაჰმუდ ასგარისა და აიაზა მარხჰონის დასჯა.
ისინი, ვინც ირანიდან გამგზავრება გადაწყვიტეს და დენიზლიში ჩავიდნენ, თურქეთში მეტწილად არალეგალურად იმყოფებიან. ისინი თავს სამკერვალო ფაბრიკებში მუშაობით ირჩენენ. თუკი თურქეთში შექმნილ იაფფასიან ნივთს იძენთ, ის ალბათ არალეგალების მიერ არის შეკერილი.
ირანული ცხოვრების ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ადამიანებს იმავე სქესის პარტნიორთან შეხვედრის უფლება არ აქვთ, მაგრამ თუკი ერთ-ერთი მათგანი სქესს შეიცვლის, ეს უკვე მისაღები ხდება. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოჰყვა, თუ როგორ აიძულა მას ოჯახმა სქესის შეცვლა, რათა მას თავის მეგობართან ლეგალურად ეცხოვრა. ის ჰორმონალურ თერაპიას დათანხმდა, მაგრამ მისმა ორგანიზმმა წამლები ვერ მიიღო, და ექიმები მისი სიცოცხლის გამო შიშობდნენ. თუმცა, მშობლები თერაპიის გაგრძელებას მოითხოვდნენ : რეპუტაცია და კანონებისადმი მორჩილება, მათთვის შვილის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ყველაზე რთული ქალებთან კონტაქტის დამყარებაა – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ირანში ისინი უფრო ნაკლებად არიან. მათი გაუცხოება და ცნობის მოყვარეებისგან თავის არიდება გასაგებია: ისინი აღმოსავლური ქვეყნების საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრები არიან.
ირანში რელიგიას ხშირად ჰომოსექსუალების მიმართ უკიდურესად მკაცრი დამოკიდებულების საფარად იყენებენ. ამ სურათზე ორ ახალგზრდა მამაკაცს ერთ-ერთი საყვარლის დედის ჰიჯაბი აფარია. ბავშვობაში ის მას ხშირად ართმევდა დედას და იფარებდა, რისთვისაც მას მუდმივად სჯიდნენ.