მაშთაღა – სოფელია, ბაქოდან ერთი საათის სავალ გზაზე. იქ ჯერ არც კორონავირუსს ჩაუღწევია, არც კარანტინს და არც პოლიციას, რომელიც საკარანტინო ზომების დაცვას აკონტროლებს.
თუკი ბაქოში მოქალაქეები მოწყენილობისგან დეპრესიაში არიან, აქ ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს – ვაჭრობა, მეზობლების საუბრები პატარა მაღაზიებში და ა.შ. მხოლოდ ერთი რამე შეიცვალა – მაშთაღელები „ქალაქისგან“ მოწყვეტილები აღმოჩნდნენ, როგორც ადგილობრივები ბაქოს რამდენიმე ცენტრალურ რაიონს უწოდებენ.
აი, მაგალითად, ამ ავტობუსს, მაშთაღიდან გასვლისას პოლიციელები შეამოწმებენ – მგზავრებს სახლიდან გასვლის ხელისუფლების მიერ სმს-ნებართვის წარდგენას მოსთხოვენ. მაგრამ გასვლამდე ჯერ კიდევ უნდა იარონ და იარონ, ასე რომ, „სმს-ის გარეშე გასვლა“ შესაძლოა დიდ მანძილზეც.
ნატურალური პროდუქტების გამყიდველი, რომლის სახელსაც ჩვენ ეთიკისა და უსაფრთხოების გამო არ დავასახელებთ, საკუთარ საქონელთან, ჩრდილში, ძველ დივანზე ზის. ხანდახან, იმავე დივანზე იკრიბება ერთგვარი „კლუბი“ – მეზობლები საჭორაოდ გამოდიან. ბუნებრივია, ყველანაირი ნიღბებისა და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე.
მიუხედავად მეზობლებსა და ნათესავებთან მიმართებით ასეთი უყურადღებობისა, მაშთაღელები მგრძნობიარეები არიან სხვადასხვა სოფლის ერთმანეთისგან იზოლირების საკითხების მიმართ.
აი, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი: „ნათესავებთან ნარდარანში არ დავდივარ, მეშინია. ღმერთმა არ ქნას, მათ სოფელში ვინმე დაავადდეს, ჩემგან რომც არ დაინფიცირდეს, მაინც მე დამადანაშაულებენ“.
ხის ყუთებს, როგორც წესი, საქონლის მიწოდებისთვის იყენებენ.
ერთ-ერთი გამყიდველი ამბობს, რომ რეგიონებიდან ხილ-ბოსტნეულის ჩამოტანა შემცირდა და რთულია გასაყიდი საქონლის შოვნა. და, ამასთან, ცოტა იყიდება – სოფელში ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა.