კომენტარი: ასეთი უსიცოცხლო სისტემა არც რუსი ოლიგარქებისთვის არის საინტერესო და რუსული რეჟიმისთვისაც ზედმეტია
გაზიარება
გაზიარება
ეუთოს მექანიზმის ამოქმედება
პოლიტოლოგი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას და ამბობს, რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი მკაცრი საერთაშორისო პროცესი. მისი თქმით, ეს არის მექანიზმი, რომელიც აფასებს რეჟიმის ანტიდემოკრატიულობის მასშტაბებს და მაღალი ალბათობით დაადგენს კონკრეტულ დანაშაულებს.
ეუთოს 24 წევრმა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ აამოქმედა ე.წ. მოსკოვის მექანიზმი – ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ეჭვი არსებობს.
გადაწყვეტილება გულისხმობს დამოუკიდებელი საექსპერტო მისიის გაგზავნას, რომელმაც უნდა შეაფასოს, რამდენად ასრულებს საქართველო ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით კი 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენების ფონზე.
დიმიტრი ცქიტიშვილი: “რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ეუთოს სპეციალური მექანიზმის ამოქმედებას?
ეს არ არის უბრალოდ მორიგი მკაცრი საერთაშორისო პროცესი. ეს არის მექანიზმი, რომელიც აფასებს რეჟიმის ანტიდემოკრატიულობის მასშტაბებს და მაღალი ალბათობით დაადგენს კონკრეტულ დანაშაულებს.
ეს ავტომატურად არ გამოიწვევს ყველა ლიდერის სანქცირებას, მაგრამ მნიშვნელოვნად დააჩქარებს პერსონალურ სანქციებს.
გამოძიება და მისი დასკვნა ოცნებას საერთაშორისო სისტემაში აქცევს კეთროვნად.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი!?
ბოლო პერიოდში რეჟიმის მთავარი ამოცანა საერთაშორისო არენაზე არა ევროინტეგრაციის აღდგენა, საერთაშორისო დემოკრატიული ლეგიტიმაცია ანდა აშშ-სთან ურთიერთობების “გადატვირთვაა“. მისი რეალური მიზანი არის ცალკეულ ქვეყნებთან ტრანზაქციული კავშირების აღდგენა და შენარჩუნება.
სრული იზოლაციის პირობებში ეს შეუძლებელი ხდება.
რეჟიმი ვეღარ გამოიყენებს საქართველოს სანქცირებული და უკანონო კაპიტალის გასათეთრებლად (ყულევი, ე.წ. არაბული “ინვესტიციები“ და სხვ.) და დაკარგავს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფინანსურ რესურსებს!
ასეთი უსიცოცხლო სისტემა არც რუსი ოლიგარქებისთვის არის საინტერესო და რუსული რეჟიმისთვისაც ზედმეტი ტვირთი და თავისტკივილია!”