CNN-მა დასვა კითხვა: “შეიძლება თუ არა პუტინს მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი ვუწოდოთ?“
გაზიარება
გაზიარება
კონტაქებისა და კავშირების სქემა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურებს შორის რუსეთშიც და უკრაინაშიც, CNN
„შეიძლება თუ არა პუტინს მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი ვუწოდოთ?“ – ასე სვამს შეკითხვას ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ჟურნალ „Newsweek“-ის რედაქტორი ფარიდ ზაქარია. თავის ახალ ფილმში ანალოგიური სათაურით – „ყველაზე ძლევამოსილი ადამინი მსოფლიოში“, რომელიც ახლახან უჩვენეს არხ CNN-ზე, ის ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს.
რუსეთის ლიდერის პოლიტიკურ კარიერას ჟურნალისტი ბერლინის კედლის დაცემით იწყებს, როდესაც КГБ-ს თანამშრომელი ვლადიმირ პუტინი დრეზდენში, დემონსტრანტებით გარშემორტყმულ КГБ-ს ოფისში იმყოფებოდა. ეს იყო ტოტალური შიში, რომლიც მას სამუდამოდ შემორჩა, – ამბობს ზაქარია, – და „ამ შიშის დაძლევა მან ტოტალური კონტროლით გადწყვიტა“.
ჟურნალისტის აზრით, მთელი ბოლოდროინდელი ისტორია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ, და საერთოდ, რუსულ-ამერიკული ურთიერთობის კრიზისი ოდესღაც ჰილარი კლინტონის მიერ ნათქვამი სიტყვებიდან მოდის: პუტინი – КГБ-ს აგენტია, ამიტომ მას არ შეიძლება სული ჰქონდეს. პუტინმა შეურაცხყოფა არ აპატია, – ამბობს ფარიდ ზაქარია, – და მისი სავარაუდო პირადი განკარგულება აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თაობაზე – ტრამპისთვის დახმარების სურვილი კი არ იყო, არამედ ჰილარის ჩაძირვის.
ფილმის ავტორი ირწმუნება, რომ ამერიკელები და ამერიკის მთავრობა რუსეთს და პრეზიდენტისადმი რუსების დამოკიდებულებას კარგად ვერ უგებენ, და ეს დიდი და საშიში შეცდომაა. ამერიკაში ვერ ხვდებიან, რომ ყირიმის შეერთება ნამდვილად იქცა რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სიამაყის მიზეზად. და რომ პუტინს მართლაც უიშვიათესი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებისგან, რომელმაც ენთუზიაზმით აიტაცა მთავარ დასაყრდენად ეროვნული ძლევამოსილების არჩევა. ამის მისაღწევად მთავარ იარაღად იქცა მიზანმიმართული ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც უზრუნვეყოფს გააზრებული მასობრივი საინფორმაციო მხარდაჭერა, მედიაზე თითქმის სრული კონტროლის წყალობით.
დიახ, მაგალითად აშშ და ჩინეთი შესაძლოა უფრო ძლიერ ქვეყნებად მიიჩნევიან, ვიდრე რუსეთი, – დასძენს ზაქარია, – მაგრამ, როგორც ის ამბობს, ძლევამოსილება მხოლოდ საერთაშორისო გავლენით როდი განისაზღვრება, არამედ მას დიდწილად განაპირობებს ქვეყნის შიგნით არსებული მხარდაჭრა და იმის შესაძლებლობა, რომ დაუბრკოლებლად განახორციელო საკუთარი შიდა პოლიტიკა.
ამიტომაც ალბათ უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს მსოფლიოს, შესაძლოა, ყველაზე ძლევამოსილ ლიდერთან ჰქონდეს საქმე.
ფარიდ ზაქარია ინტერვიუს ართმევს რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს. 2009 წლის 15 სექტემბერი, რია ნოვოსტის ფოტო