ახალი ამბები

სომხეთში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს საგარეო პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს - ერევანმა მოსკოვს უპასუხა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოჩარიანისა და იური ხაჩატუროვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურ დევნად შეაფასა

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ორჰან ჯემალი ორ კოლეგასთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლეს

ჟურნალისტები აფრიკულ ქვეყანაში რუსი დაქირავებული მეომრების შესახებ გამოძიებას ატარებდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის მზადყოფნის შესახებ განაცხადა

ოფიციალურ ანკარას ჯერ პასუხი არ გაუცია, მაგრამ თურქეთის ოპოზიციას ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარების ისტორიული შესაძლებლობად მიაჩნია

სასტუმროებს აფხაზეთში აღარ ავალდებულებენ იქონიონ ზეწრები, პირსახოცები, საპონი და ავეჯიც კი

ახალი სტანდარტებით მოთხოვნები 120-დან 12-მდე შემცირდა. დარჩენილები ძირითადად უსაფრთხოებას ეხება

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდებით დააპატიმრეს

თავად კოჩარიანი ამას მომავალი არჩევნების წინ მისი ნეიტრალიზების მიზნით შეთითხნილ საქმედ და პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს

სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს 2008 წლის გამოსვლების ჩახშობის გამო ბრალი წაუყენეს

სომხეთის საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა მას ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

ბაქოში კომერციული ობიექტების გამო ხეებს ქიმიკატებით ანადგურებენ

ეჭვმიტანილი დაკავებულია, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ამის უკან სამშენებლო კომპანია დგას

პოპულარული