ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, აღიკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება
ბრიტანეთის საელჩო ქართულ ოცნებას
ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, აღიკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.
“მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.” – ნათქვამია განცხადებაში.
● ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: საით მიდიხარ, საქართველო?
● “ვიწყებთ ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია შანტაჟში ჩართულ პირებზე” – შალვა პაპუაშვილი
● მუქარა, გინება, ცემა. რა ფაზაში შევიდა “ქართული ოცნება”. ექსპერტების კომენტარები
იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აქტიურად აპროტესტებს “აგენტების კანონს”, ფართომასშტაბიანი სიძულვილის კამპანია დაიწყო.
ადამიანებს თავს ესხმიან და სასტიკად უსწორდებიან დაუდგენელი ჯგუფები. აქტივისტების სახლებსა და ოფისებთან აკრავენ შეურაცხმყოფელ პლაკატებს. უტოვებენ შეურაცხმყოფელ წარწერებს მანქანებზე.
ადამიანებს უშლიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებას, თუ მათ სამოსზე წარწერა “არა რუსულ კანონს”, ან მსგავსი შინაარსია.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეების მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა. მათ ტელეფონზე ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელზე ძალადობაში ბრალდებული კიდევ 4 მოქალაქეს – ანდრეი რაუტბერგს, გიორგი შანიძეს, ვაჟა დურგლიშვილსა და ფრიდონ ბუბუტეიშვილს – სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ისინი აპრილის აქციებზე დააკავეს.
მანამდე პატიმრობა შეუფარდეს გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს. კოლდარმა პროცესზე “ბრალი აღიარა”.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით NGO-ების ერთიან ცხელ ხაზზე ინფორმაცია შევიდა 134 დაკავებული პირის შესახებ.
განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ შეტყობინების მიღებისთანავე ეძებდნენ დაკავებულებს იზოლატორებში და ხვდებოდნენ მათ, აღწერდნენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს და განუმარტავდნენ უფლებებს.
ამ კონტექსტში, ისინი პრობლემურ ტენდენციებზე საუბრობენ, რომლებიც გამოიკვეთა, კერძოდ: დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა, დაკავების ვადის დაუსაბუთებელი გახანგრძლივება, დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ პოლიციამ სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე დააკავა. მას ბრალად იარაღის უკანანო შეძენა/შენახვა ედება.