ინალ ხაშიგი, JAMnews-ის სოხუმის რედაქციის რედაქტორი:
აფხაზეთის საზოგადოების სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკი რუსეთს მეორე მცდელობით მაინც გადაეცა. 343 ჰექტარი, საიდანაც 180 ჰექტარი ზღვის წყლებია, 155 ჰექტარი არის ბიჭვინთა-მუსერსკის ნაკრძალის ტერიტორია, 8 ჰექტარი კი თავად ქალაქ ბიჭვინთის საცხოვრებელი ფართი, ახლა რეალურად ეკუთვნის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს.
ადგილობრივმა პოლიტიკურმა ელიტამ, ერთმანეთთან შეთანხმების შემდეგ, არ შეცვალა რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების ტექსტი. მათ შეიტანეს მხოლოდ სამი ცვლილება ოცდაათამდე პუნქტში, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას და ამით დაასრულეს სამუშაო.
ახლა საზოგადოება, რომელიც ასე ღიად მოტყუებულია, აგროვებს ხელმოწერებს მიმართვისთვის, რომელშიც ნათქვამია, რომ 2023 წლის 27 დეკემბრის ღამე – როდესაც შეთანხმების რატიფიცირება მოხდა – გახდა რესპუბლიკის სუვერენიტეტის დათმობის ღამე და ამისთვის, პარლამენტის დეპუტატებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით.
ამ დოკუმენტს უკვე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოაწერა ხელი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე შეცვლება.
შესაძლოა, ბიჭვინთის „დათმობით“ ელიტა იმედოვნებს, რომ მოსკოვი ასეთი დაჟინებული აღარ იქნება აფხაზეთთან დაკავშირებული სხვა ინიციატივების პროპაგანდაში. კერძოდ:
ბინების შესახებ კანონის მიღება, რომელიც რეალურად შესაძლებელს ხდის რუსებმა კანონის გვერდის ავლით აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინონ;
მსხვილი რუსული ბიზნესისთვის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე წვდომა.
მაგრამ მეჩვენება, რომ ეს არის ილუზია.
არა, ყველაფერი ბიჭვინთის აგარაკზე არ დასრულდება!
პირიქით, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო