ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკებები: სანქციები და კრემლის მოთხოვნები
ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკებები უკრაინის თაობაზე
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ვიდეოშეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც ძირითადად უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია განიხილებოდა. ჯო ბაიდენმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ უკრაინის საზღვარზე სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, სერიოზული ეკონომიკური და სხვა ზომების გატარებით უპასუხებენ. პუტინი კი მოითხოვს გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
როგორც უკრაინული ტელეკომპანია hromadske იუწყება თეთრი სახლისა და კრემლის იფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით, მხარეებმა გაცვალეს აზრები შექმნილი კრიზისის გადაწყვეტის გზების თაობაზე.
ბაიდენმა გამოხატა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა: სამხედრო ესკალაციას, აშშ და მოკავშირე ქვეყნები რუსეთის მიმართ „სერიოზული ეკონომიკური და სხვა ზომებით“ უპასუხებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, დეესკალაციისა და დიპლომატიურ დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ბაიდენის შენიშვნის პასუხად, პუტინმა განაცხადა, რომ „არაა საჭირო პასუხისმგებლობის რუსეთის მხრებზე გადატანა“, რადგან, თითქოს, ნატო მიმართავს „უკრაინის ტერიტორიის ათვისების“ სახიფათო მცდელობებს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის მახლობლად სამხედრო პოტენციალს ზრდის.
კრამლში აღნიშნავენ, რომ რუსეთს სურს მიიღოს „იურიდიულად განმტკიცებული გარანტიები აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაუფართოებლობის თაობაზე“ და იმის, რომ რუსეთის ფედერაციის მეზობელ ქვეყნებში შეიარაღების შეტევითი სისტემები არ განთავსდება.
გარდა ამისა, კრემლში განაცხადეს „კიევის დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე“ მინსკის შეთანხმებებისა და „ნორმანდიული ფორმატის“ მიმართ.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებები კიევის დროით დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყეს და ორ საათში დაასრულეს.
ურთიერთობის ამგვარ ფორმას რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტები პირველად მიმართავენ. პუტინი სოჭის რეზიდენციაში იმყოფებოდა, ბაიდენი კი – თეთრ სახლში, ვაშინგტონში.
მილაპარაკებები მიმდინარეობდა დახურულ ფორმატში, უკრაინა-რუსეთის საზღვართან ვითარების ახალი გამწვავებისა და იმ ინფორმაციის ფონზე, რომ რუსეთი შეიძლება ემზადებოდეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრისთვის 2022 წლის დასაწყისში.
ამ საუბრის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთს სთავაზობს მოლაპარაკებების დაწყებას აღმოსავლეთით ნატოს არგაფართოების საკითხზე. ბაიდენი, თავის მხრივ, ხაზს უსვამდა, რომ არ ცნობს არანაირ „წითელ ხაზებს“, რომლის დადგენასაც კრემლი ნატოსა და უკრაინასთან მიმართებით ცდილობს.